მთავარისიახლეებიპოლიტიკალიდერს დაპირისპირებული ბელადობის მოსურნენი ბელადომანიის შესახებ

ლიდერს დაპირისპირებული ბელადობის მოსურნენი ბელადომანიის შესახებ

Published on

არის თუ არა პარტიის თავმჯდომარის საკითხზე უკომპრომისობა  ბელადომანობა და კერპთაყვანისმცემლობა? რა განსხვავებაა ბელადსა და ლიდერს შორის? პასუხი ამ კითხვაზე საქართველოში გაცემულია ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ჩაიშალა მცდელობა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უარყოფისა   ხალხისაგან, რომელმაც არ მიიღო ლოზუნგი ,,ყველა – მინუს ერთი'' და  ჯერ ქვეყნის მართვა ჩააბარა, ხოლო, როცა საარჩევნო ბიულეტენები თავზე გადაახიეს და სიკვდილის მანქანა აამოქმედეს – მთაწმინდაზე აიყვანა იგი. მაგრამ როგორც ჩანს, ამბიციურ ადამიანებს უჭირთ განშორება ილუზიასთან, რომ ხალხი შეიძლება დააფრთხო კერპთაყვანისმცემლის დამღით და  დიდი ხნით მოახვიო თავს მიუღებელი,  სწორედ ამ ამბიციებით აიხსნება გარკვეული ჯგუფის  ამჟამინდელი მცდელობაც ბელადობასთან ბრძოლის სახელით მოახდინონ ლიდერისგან დისტანცირება  და მის მიერ შექმნილი, თავის მხრებზე ნატარები  პარტიის უზურპაცია.   
 
,,გაგულისებით ამტკიცებენ, ეგენი ბელადომანები არიანო, ზუსტ მეცნიერებებს არ ცნობენო, პარტიის თავჯდომარეს ცარიელ სკამს უნახავენო…– წერს ზაალ სამადაშვილი, რომელიც ეხმაურება ოთო კახიძის გუშინდელ გამოხდომას და არაპირდაპირ, მაგრამ იოლად ამოსაკითხ მინიშნებას  მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელი სკამის საჭიროების შესახებ.  – 'არადა, ცარიელი სკამი, რომლის შესახებაც საუბრობენ – არ არსებობს. რომ არსებობდეს კიდეც, არავის ჭირდება. მას, ვის სახელსაც სკამთან აკავშირებენ, კუთვნილი ადგილი ადამიანების გულებში აქვს დამკვიდრებული, როგორც ბრძოლის, დაუღალავი გარჯის და გამარჯვების სიმბოლოს. რეალობა ასეთია,მოსწონთ თუ არა ეს მათემატიკისა და სოციოლოგიის უბადლო მცოდნეებს. ''
 ,,დღს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყანას აჩვენებს იქნება თუ არა ერთიანი და რა გზას აირჩევს – გახსნის თავის კარს თუ არა. გაიგონებს ასობით ათასი მისი ამომრჩევლის ხმას თუ არა. – წერს დავით დეფი გოგიბედაშვილი – და თუ კი ენმ-ის პოლიტიკოსები ჩემს ხმას ისმენენ ვიტყვი – მიხეილ სააკაშვილთან ყველანაირი ფორმით მათი გამიჯვნა მომავალი თაობებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა და სიბილწე. ამაზე ლაპარაკიც აღარ ღირს.ასეთი ამბები ისტორიული სირცხვილისთვისაა ყოველთვის განწირული და მომავალში შანსი არასდროს აქვთ.''
 

და ბოლოს,  არჩილ გამზარდია, რომელსაც ნამდვილად ვერ უწოდებ მიხეილ სააკაშვილისა და საერთოდ ენმ – ს მხარდამჭერს წერს: სააკაშვილის მიმართ რა შეფასებაც გინდა მქონდეს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია მისივე შექმნილი პარტია, მისივე შექმნილი აქტიორები პარტიაში, მისივე დადებული რეიტინგის ფონზე, რა ფორმით შეიძლება გამართლდეს სააკაშვილის მოცილების მცდელობა პარტიიდან. წესით, ასეთ დროს, გადის ხალხი და ქმნის სხვას, მაგრამ სააკაშვილს აახიო პარტია, გაუგებარია.''
 

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია – სტივენ დაუთი

საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია უცვლელია - ლონდონი კვლავ აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და...

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა - არსებული ინფორმაციით, ახალი გაერთიანება მიზნად ევროპაში...

„სარფის“ საბაჟოზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით...

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...