მთავარისიახლეებიუკრაინაგადააყენებენ თუ არა თანამდებობიდან უკრაინის შს მინისტრს არსენი ავაქოვს?

გადააყენებენ თუ არა თანამდებობიდან უკრაინის შს მინისტრს არსენი ავაქოვს?

Published on

 უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა უკრაინის შს მინისტრის  არსენი ავაქოვისათვის მოვალეობის შეჩერების შესახებ  პროექტის დადგენილება.  რადაში მისი გადაყენების  საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც კიევის მახლობლად მდებარე დაბა კნიაჟიჩში ტრაგედია დატრიალდა –   4 დეკემბერს  სახელმწიფო დაცვის სამსახურსა და პოლიციას შორის ატეხილ სროლებს  6 სამართალდამცავის სიცოცხლე ემსხვერპლა.   ამ დროს მინისტრი სამუშაო ვიზიტით კანადაში იმყოფებოდა და   განცხადებაში, რომელიც   მომხდართან დაკავშირებით  ორი დღის ფიქრის შემდეგ, გუშინ გააკეთა ,  განაცხადა, რომ ვიზიტს წყვეტს.
რაც შეეხება დადგენილებას, მან თავდაჯერებულად განაცხადა, რომ  პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ეს დადგენილებაც  უშედეგო იქნება.
,,ეს  უკვე 63-ე დადგენილების პროექტია, რომელიც   რადაში ჩემი გადაყენების საკითხზე დარეგისტრირდა .. ,,მე აქ ვერ ვხედავ საშინელებას, თუ უნდათ, მეორეც დადონ ,ღმერთმა ქნას, ჩვენმა ხბოებმა მგელს გაუგონ"- თქვა მან.
 

 

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...