მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

Published on

წუხელ ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა – ნათქვამია ინფორმაციაში,  რომელიც  ღამის 2 საათისთვის გაავრცელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა. 
ამ  ინფორმაციის თანახმად,  რთული ვითარება შეიქმნა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ130-კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, რის გამოც  აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ,,რაც შეეხება გზის დანარჩენ მონაკვეთებს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯერჯერობით თავისუფალია”- აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...