მთავარისიახლეებიპოლიტიკაჭიათურის მაღაროში მემანქანის პაატა ღავთაძის დაღუპვის ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის

ჭიათურის მაღაროში მემანქანის პაატა ღავთაძის დაღუპვის ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის

Published on

   ჭიათურის მაღაროში მემანქანის პაატა ღავთაძის დაღუპვის ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.მისივე თქმით, უბედური შემთხვევა 3 დეკემბეერს ჭიათურაში, სოფელ ითხვისში არსებულ პატარიძის სახელობის მაღაროში მოხდა. პაატა ღავთაძე მაღაროში მემანქანედ 3 წელი მუშობდა.თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, სპეციალური კომისია დაადგენს იყო თუ არა ეს უბედური საწარმოო შემთხვევა.
    „პირველადი ინფორმაციით, მემანქანე მანევრს აკეთებდა. ელმავლიდან თავი გაყო, რის შედეგადაც პარალელური ლიანდაგების ხაზზე მოძრავი ვაგონზე თავის მირტყმის შედეგად ტრავმა მიიღო. როგორც მეუბნებიან, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, ვიწრო ადგილია და ორი შემადგენლობა ერთმანეთს გვერდს უქცევს. როგორც კი პოლიცია ადგილზე მუშაობას დაასრულებს, სპეციალური კომისია შედგება. შპს „ჯორჯიან მანგანუმს“ წერილი უკვე მივწერეთ, რომ კომისია შეიქმნას და მასში პროფკავშირის ინსპექტორი იყოს ჩართული“,- განაცხადა დოლაბერიძემ.მისივე თქმით, კომპანიისგან კომისიის შექმნაზე თანხმობა მიიღებულია. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...