,,ღიად უნდა ითქვას სიმართლე – რომ კი, პარტიის შიგნით პოლიტიკური ბრძოლაა, ერთ მხარეს მიშას სახელს ამოფარებული ახალაიას გუნდი თანამოაზრეებით და მეორე მხარეს – ბაქრაძე-ბოკერია-მელიას გუნდი თანამოაზრეებით.''– არც მეტი, არც ნაკლები – თავისივე პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების მცდელობის მოწინააღმდეგეთა ასეთი იდენტიფიცირება მოახდინა გუშინ ზედიზედ გამოქვეყნებულ ორ თავის პოსტში ოთო კახიძემ.
სოციალურ ქსელში ოთო კახიძის ეს ,, მიგნება'' შეფასდა როგორც პარტიის აქტივისტებისა და მხარდამჭერების მორიგი შეურაცხყოფა, რადგან მასში მარტივად იკითხება ვიწრო კლანის მიერ პარტიის უზურპაციის ჩაშლილი მცდელობის ახალი, ძალიან უღირსი ახსნა–შენიღბვისა და მათთვის სიცრუის ჭეშმარიტებად შესაღების იმედი. და შეყრაცხყოფის განცდას აქ სწორედ ეს ბადებს და არა ახალაიების მიმართ არსებული დამოკიდებულება, რომელიც ნამდვილად არ არის ერთგვაროვანი, რაც, სხვათა შორის, ამ კლანის დამსახურებაც არის.
მათ შორის, ვინც ამ მცდელობას მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა, არიან პარტიის აქტივისტები და მხარდამჭრებიც და პოლიტიკოსებიც.
,,აწ უკვე ოფიციალურად უმცირესობაში მყოფი ჯგუფი, რომელიც პარტიის შიგნით ძალაუფლების უზურპაციას თვეებია, თუ არა წლები, ცდილობს, გამოუცდელ, ახალბედა პოლიტიკოსებს იყენებს ბინძური კამპანიის ასაგორებლად გამოგონილი, შეთხზული, ერთ ოთახში დაწერილი “ბრალდებების” ტირაჟირებისთვის. ერთადერთი მიზნით, რომ გამოიწვიოს საზოგადოების და პირველ რიგში, ენმ–ის მომხრეების დეზორიენტაცია. – წერს პოლიტიკოსი ნინო კალანდაძე – ენმ–ის მმართველი რგოლის ნაწილი, რომელიც სრულიად მოწყდა თავის ამომრჩეველს და პარტიის შიგნით არსებულ რეალობას, პირველად არ იყენებს ამ მეთოდს. თავდაპირველად ისეთი სურათის შექმნა სცადეს, თითქოს პარტიის უდიდესი ნაწილი პარლამენტის ბოიკოტირებას მოითხოვდა მათგან (მტკნარი სიცრუე!); შემდეგ შეთხზეს ლეგენდა, რომ, თურმე, პარტიის თავმჯდომარის საკითხზე უკომპრომისობა იყო ბელადომანობა და კერპთაყვანისმცემლობა და ამის გამო, ლამის მოღალატეებად გამოგვაცხადეს. პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ კი საკუთარი თავის ვიქტიმიზაციას შეუდგნენ, თითქოს მათ ვინმე პარტიიდან განდევნას უპირებდა (მტკნარი სიცრუე!). ახლა სიმდაბლის ახალ სიღრმეზე დაეშვენ და ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური მოტივებით დევნილი და დაპატიმრებული ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა დაიწყეს. ყველაფერი ეს მხოლოდ იმისთვის, რომ გამოგონილ საფრთხეებზე გადაიტანონ ენმ-ის მხარდამჭერების ყურადღება და ხელოვნურად გამოწვეული დაბნეულობის ფონზე მიაღწიონ საკუთარ მიზანს: პარტიის მმართველი ინსტიტუტების უზურპაციას.
ვინც დღეს ცდილობს ენმ–ის ამომრჩევლის და ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ის ირიბად ან პირდაპირ ემსახურება ბიძინა ივანიშვილის მმართველობის გახანგრძლივებას. ვინც ამ გზას ირჩევს, ნება მისია, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ჩვენ და ნაციონალური მოძრაობა არ დავუშვებთ საზოგადოების ყურადღების გადატანას რეალური გამოწვევიდან გამოგონილ საფრთხეებზე, რაც უნდა უკადრებელი მეთოდები გამოიყენონ ამ ბინძური კამპანიის დამგეგმავებმა და განმახორციელებლებმა.''
პოლიტიკოსი ანა წითლიძე თვლის, რომ ოთო კახიძის ამ განცხადებების სახით, ახალი სიბინძურის ნიაღვარი წამოვიდა. ,,თურმე ვინც ვთვლით, რომ პარტიაში მეტი შიდა დემოკრატია გვჭირდება და არა ვიწრო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ახალაიების ჯგუფის წევრები ვყოფილვართ. – წერს იგი – თქვენ გგონიათ, რომელიმე ჯგუფის წევრი რომ ვიყო, შემრცხვება?
აგონია ჰქვია ამას.
2012 წლიდან დღემდე არ გამიყვია არც ერთი ჯგუფი პარტიის შიგნით და ვთვლი რომ ყველა ჯგუფს თუ ცალკე ლიდერს პარტიაში ჰქონდა თავისი წარმატებებიც და შეცდომებით. ამიტომ პარტიიდან რომელიმეს გარიყვა ან ყველა შეცდომის მხოლოდ ერთზე დაბრალება არის უსინდისობა. 2012 წლიდან დღემდე მგონია რომ მთავარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა და არა ცალკე აღებული ადამიანები.
განსაკუთრებით აგონია და შიზოფრენიაა ვინმეს კადრობა დააბრალო იმ ახალ კადრებს, ვისაც არც თქვენი 9 წლიანი კინკლაობა გვახსოვს და არ დეტალები ვიცით. (არც გვაინტერესებს)
არც ერთს ვიცნობდი არც მეორეს. რომ ვიცნობდე და მათი რეკომენდაციით დავენიშნეთ სადმე, ამის თქმა ნამდვილად არ შემრცხვებოდა და მითუმეტეს ჩუმად არ დავიწყებდი (საჯაროდ ხომ მაგის გამბედაობა არ გაქვთ) ბინძური ისტორიები შეთხზვას და ხალხის დაშანტაჟებას. არ შემრცხვებოდა იმათგან გასხვავებით, ვინც იყო დრო, სწორედ მაგ გუნდის ხელშეწყობით გახდნენ ფიგურები, ახლა სხვა გუნდში გადავიდნენ, საჯაროდ თვითონ საუბარსაც ვერ ბედავენ და სხვებს ალაპარაკებენ.
ამ სიბინძურის თხზვას გირჩევნიათ შეეგუოთ, რომ პოლიტსაბჭო წააგეთ და ყრილობა გაქვთ წინ. თქვენთვის უცხოა, როგორც სჩანს, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები რომლებსაც შეიძლება საკუთარი აზრი გააჩნდეთ და იქ დადგენენ, სადაც სწორად თვლიან.''