მთავარისიახლეებიპოლიტიკაიტალიის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

Published on

იტალიის პრემიერმინისტრი მათეო რენცი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ის დღეს ოფიციალურად აცნობებს მთავრობას და პრეზიდენტს. ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმა თანამდებობის დატოვება რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ გადაწყვიტა.
 
მის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც სენატის ზედა პალატას და რეგიონულ ხელისუფლებას უფლებამოსილებას უმცირებდა, ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 58%-მა მხარი არ დაუჭირა.
 
იტალიაში პარლამენტს უფლებამოსილება 2018 წლის თებერვლამდე აქვს. ამიტომ, გამორიცხული არ არის, პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ მას ამ დრომდე თანამდებობაზე დარჩენა თხოვოს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...