არასამთავრობო ორგანიზაცია “ თანასწორობის მოძრაობა“ უერთდება თეთრი ხმაურის მოძრაობის აქციას ,,დეკრიმინალიზაცია 2016“ .
აქცია გაიმართება 10 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ.
ორგანიზაცია მოუწოდებს მოძრაობის იდეის მხარდამჭერებს, ყველას, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა არსებული ნარკოპოლიტიკის სიმძიმეები, პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყნის მომავალს და აცნობიერებს, რომ დაუყოვნებლივი ცვლილების დროა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ მოითხოვს ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების უპირობო დეკრიმინალიზაციას!