მთავარისიახლეებიპოლიტიკაიენს სტოლტენბერგი:" საქართველომ და ნატო-მ უნდა გადაწყვიტონ, იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს...

იენს სტოლტენბერგი:” საქართველომ და ნატო-მ უნდა გადაწყვიტონ, იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი”

Published on

   საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას ყველამ პატივი უნდა სცეს და არ ჩაერიოს ამ არჩევანში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნატოს გაფართოება ხელს უწყობს სტაბილურობას და მშვიდობას ევროპაში. ნატო მნიშვნელოვანი ელემენტია თავისუფალი და ერთიანი ევროპისთვის. თითოეულ ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც უფლება აქვს თავისი გზა აირჩიოს. საქართველომ და ნატო-მ უნდა გადაწყვიტონ, იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი. სხვა არავინ უნდა ჩაერიოს ამაში. ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა და საფრთხეს არავის უქმნის. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ამიტომაც ნატოსკენ მის მისწრაფებას ყველამ პატივი უნდა სცეს და არ ჩაერიოს ამ არჩევანში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

სიახლეები

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...