მთავარისიახლეებიპოლიტიკა''ეს არის ცრუ და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული'' - ედიშერ თოლორაია ელისო კილაძეს...

”ეს არის ცრუ და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული” – ედიშერ თოლორაია ელისო კილაძეს პასუხობს

Published on

"მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს ლაშა დამენიას ,,ამბასადორის" ფოიეში ,,გასაიდუმლოებულ გარემოში" შევხვდი.ეს არის ცრუ და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, რადგან ლაშა დამენიას ნებისმიერ დროს პარლამენტში ან ნებისმიერ სხვა ადგილას შევხვდებოდი კამერების გარეშე და არა სასტუმროს ფოიეში საჯაროდ.მათთვის კი ვინც ყველაფერში ინტრიგას ეძებს და სიცრუით აპელირებს განვმარტავ, რომ "ამბასადორში" ვიყავი შეხვედრაზე, რა დროსაც ფოიეში ვნახე ჩვენი თანაქალაქელი ლაშა დამენია, რომელსაც მივესალმე. ინტრიგებით მოსულდგმულეებს მეტი გონებაგამჭრიახობა გმართებთ, რადგან თქვენი უსაფუძვლო და თეთრი ძაფით ნაკერი ტყუილების არავის სჯერა." – ასე პასუხობს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ჟურნალისტ ელისო კილაძეს, რომელმაც ედიშერ თოლორაიას და ლაშა დამენიას შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...