მთავარისიახლეებიპოლიტიკადიზელის საწვავის სტანდარტი ეტაპობრივად გამკაცრდება

დიზელის საწვავის სტანდარტი ეტაპობრივად გამკაცრდება

Published on

    დიზელის საწვავის სტანდარტი ეტაპობრივად გამკაცრდება. ამის შესახებ ცნობილი გარემოს დაცვის მინისტრის ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან გამრთულ შეხვედრაზე გახდა, სადაც საქართველოში მოხმარებული საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასა და სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებაზე იმსჯელეს.საავტომობილო დიზელის საწვავის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს, რომლის საფუძველზეც კიდევ ერთხელ გამკაცრდება ეროვნული სტანდარტი და 2017 წლის 1 იანვრიდან დიზელში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობა 33%-ით შემცირდება, ხოლო 2019 წლისთვის ევრო4-ის სტანდარტს გაუტოლდება.  ბოლო პერიოდში, სამინისტროს ინიციატივით, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ხარისხის ევროსტანდარტებთან ეტაპობრივად მიახლოების კუთხით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რომლის შედეგად, ქვეყანაში მოქმედი ბენზინის ეროვნული სტანდარტი 2017 წლიდან ევრო5 სტანდარტის შესაბამისი გახდება.მიმდინარე წელს სამინისტრომ საავტომობილო ბენზინისა და დიზელის სახელმწიფო კონტროლიც დაიწო, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს.
 

სიახლეები

„სარფის“ საბაჟოზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით...

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ამავე ამავე კლუბის დაცვის...

14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,...