ნაციონალური მოძრაობა ფართომასშტაბიანი ყრილობის გამართვისთვის ემზადება.პარტიამ გადაწყვეტილება რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო.წევრების ნაწილი ემხრობა ფართომასშტაბიანი ყრილობის გამართვას და ასევე იმ საკითხს, რომ პარტიამ არ უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე.პარტიის ის წევრები, რომელთა პოზიციამ ხმათა უმრავლესობით, პოლიტსაბჭოზე მიიღო მხარდაჭერა, აცხადებენ, რომ ფართომასშტაბიანი, 7 ათას დელეგატიანი ყრილობის ჩატარებასთან ერთად, ისიც გადაწყდა, რომ პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებით, შენარჩუნდება სტატუს კვო და ეს პოზიცია დარჩება კვლავ ვაკანტური. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ლოგიკურს უწოდებს პარტიის წევრი ანა წითლიძე.ქალაქის საკრებულოს დეპუტატისთვის მიუღებელია სამეგრელოს კოორდინატორის თენგიზ გუნავას პოზიცია, რომელმაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე სააკაშვილის პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.წითლიზე ამბობს, რომ სამეგრელოს პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში გუნავას პოზიციისგან განსხვავებულია.სამეგრელოს კოორდინატორს „ოდიში“ დაუკავშირდა. თენგიზ გუნავამ კითხვას, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილის პროექტს, უპასუხოდ დატოვა. მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უპირობო ლიდერია, თუმცა ის მის პროექტს მხარს არ უჭერს.ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და აქტივისტები პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. ისინი თვლიან რომ პოლიტსაბჭომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო.პარტიის სამომავლო გეგმებზე ამახვილებს ყურადღებას საკრებულოს წევრი ანა წითლიძე, მისი თქმით, მთავარი ბრძოლა წინაა, პარტია უნდა მოემზადოს ყრილობისთვის, უნდა აირჩეს ახალი პოლიტიკური საბჭო, რეგიონული ორგანიცაზიებიდან დელეგატები და უნდა მოხდეს რაიონული პარტიის თავმჯდომარეების არჩევა და ახალ კადრებს უნდა მიეცეთ პარტიაში რეალიზების საშუალება.- აცხადებ წითლიძე. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას წუხე ფეისბუკის გვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტიც გამოეხმაურა. მიხეილ სააკავილმა მადლობა გადაუხადაპარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს იმისთვის, რომ მათ გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი – მრავალათასიანი, დემოკრატიული და ევროპული ტიპის პარტიისთვის შესაფერისი ყრილობის სასარგებლოდ. ..„ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიის უმრავლესობა ემხრობა ჩართულობის, ერთიანობისა და განახლების იდეას.
ეს იდეა უალტერნატივოა მომავალსა და გამარჯვებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზებული ძალაა ევროატრალნტიკური კურსის დასაცავად.
ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი.
ამ არჩევანს დღეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა.
დღეს ჩვენმა პარტიამ აჩვენა სიმწიფე, ერთიანობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რაც უტყუარი წინაპირობაა ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზაზე გამარჯვების მიღწევისა და არსებული ანომალიური ვითარების დასრულებისთვის.
ის წესი, რომელიც პარტიის მმართველმა ორგანომ აირჩია, უზრუნველყოფს ყველანაირი, მათ შორის, განსხვავებული მოსაზრებების არსებობას, მათზე საჯარო დისკუსიის შესაძლებლობას და დემოკრატიული გზით, აზრთა შორის ოპტიმალურის გამოვლენას.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას , ვინც მაღალი ნდობა გამომიცხადა და არ დაუშვა ჩემი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება .
ერთად გავიმარჯვებთ!
ძალა ერთობაშია!“- წერს მიხეილ სააკაშვილი