მთავარისიახლეებიპოლიტიკაქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დაიშალა

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დაიშალა

Published on

   ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დაიშალა.ფრაქციის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გაუქმების პარალელურად, შეიქმნა ახალი ფრაქცია სახელწოდებით „ზუგდიდი“.ფრაქციის წევრების ნიკოლოზ ზარქუას,გიორგი თოდუას და თენგიზ ქოჩუას „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შემდეგ ფრაქცია დაიშალა და დააფუძნეს ახალი ფრაქცია,ახალი სახელწოდებით.თენგიზ ქოჩუას თქმით, ისინი ჩვეულებრივ განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას, მხოლოდ ამჯერად უპარტიოდ. შეგახსენებთ,რომ 8 ოქტომრბის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „რესპუბლიკელების“ზუგდიდის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...