მთავარისიახლეებიპოლიტიკალარის ოფიციალური კურსი 2.59 - ანალიტიკოსები მთავრობას გეგმის გადახედვას ურჩევენ

ლარის ოფიციალური კურსი 2.59 – ანალიტიკოსები მთავრობას გეგმის გადახედვას ურჩევენ

Published on

2.59 – ასეთია ამ დროისთვის ლარის ოფიციალური კურსიც და ეროვნული ვალუტის ღირებულება გადამცვლელ ჯიხურებში, თუმცა ის კიდევ უფრო მაღალია კომერციულ ბანკებში.ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, პანიკურ ვითარებას თავად ხელისუფლება ქმნის უპასუხისმგებლო დაპირებებით და ინიციატივებით.ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად კი სუსტ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებენ."ინიციატივები, რაც მთავრობამ დააანონსა, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ფინანსური სექტორის ინტერესებთან. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის საფინანსო ინსტიტუტები დიდი რაოდენობით დოლარს ყიდულობდნენ და ცდილობდნენ, რომ ის რისკები შეიმცირონ, რასაც დაუწესებს მთავრობა."აუცილებელია გადაიხედოს არა მხოლოდ ის ინიციატივები რაც გამოითქვა, არამედ აუცილებელია ბიუჯეტთან დაკავშირებით ბევრი რამ შეიცვალოს,“ – განაცხადა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ლექტორმა ზვიად ხუროშვილმა.ნაწილის აზრით, უნდა გადაიხედოს როგორც მთავრობის ახალი ინიციატივები, ასევე ბიუჯეტში გაწერილი თანხის გადანაწილების პოლიტიკა. ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობა არ არის მზად გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს.„უკვე ისეთი ზღვარია, როდესაც ეკონომიკაც საშინელ მდგომარეობაშია და ადამიანები კატასტროფების წინაშე არიან. ასეთი საშინელი რყევა, სწორედ უნდობლობის ბრალი იყო,“-აცხადებს დემურ გიორხელიძემ.

 

წყარო: რუსთავი2

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...