10 დეკემბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით. 1, 2 და 3 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ხოლო 2 დეკემბრიდან ძლიერი ქარი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ღამით მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოს დაბლობში 2-7 გრადუსი და დღისით 3-8 გრადუსი.”10 დეკემბრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შედარებით ცივი ამინდი იქნება, დროგამოშვებით გამოიდარებს, თუმცა უმეტესად ნალექია ნავარაუდევი”, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.