მთავარისიახლეებიპოლიტიკაგერმანიელმა ძალოვანებმა ტერორიზმის ბრალდებით, სპეცსამსახურების თანამშრომელი დააკავეს

გერმანიელმა ძალოვანებმა ტერორიზმის ბრალდებით, სპეცსამსახურების თანამშრომელი დააკავეს

Published on

   გერმანიელმა ძალოვანებმა ტერორიზმის ბრალდებით, სპეცსამსახურების თანამშრომელი დააკავეს. მისი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ 51 წლის მამაკაცი კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ უწყებაში მუშაობდა.გამოძიების ინფრომაციით, ეჭვმიტანილი სხვა სახელით ისლამისტებს ინტერნეტით ეკონტაქტებოდა, რადიკალურ ისლამს მხარდაჭერას უცხადებდა და მათ საიდუმლო ინფორმაციის გამხელასაც სთავაზობდა.გერმანული მედია გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებული ალაჰის სადიდებლად უწყების შტაბბინაში მასშტაბური ტერაქტის მოწყობას აპირებდა. გავრცელებული ინფრომაციით, ეჭვმიტანილი გერმანიის მოქალაქე და წარმოშობით ესპანელია.მან სახელმწიფო უწყებაში მუშაობა 2016 წლის აპრილში დაიწყო და ცოტა ხნის წინ, ოჯახისგან ფარულად ისლამი მიიღო. ეჭვმიტანილის დაკავებაში გამოძიებას მისივე კოლეგა დაეხმარა.  
 
 
 

სიახლეები

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...

პირი საკუთარ სახლში ბრენდული სასმელების ფალსიფიცირებას ახდენდა

თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს....

მარკო რუბიო – რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება და არა რომელიმე მხარის მიერ მოპოვებული სამხედრო გამარჯვებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული ცეცხლის...