მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ენმ''ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები ყრილობასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავს იკავებენ

“ენმ”ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები ყრილობასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავს იკავებენ

Published on

     უკვე თვეზე მეტია  ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში საჯარო დისკუსია და განხილვა მიდინარეობს იმაზე როგორი უნდა იყოს ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის მომავალი. ცნობილია ისიც რომ პოლიტსაბჭოს  წევრებსა და პარტიის მხარდაჭერებს შორის აზრი აღნიშნულთანდ აკავშირებით გაიყო. პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების აზრთასხვადსხვაობა რამოდენიმე საკითხს უკავშირდება: 1. აირჩიოს თუ არა ენმ-მა  ახლი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად. 2. ჩატარდეს თუ არა მრავალათასიანი ყრილობა. მრავალათასიანი ყრილობის ჩატარებას , მხარდამჭერების და პარტიის წევრების ფართო წარმოამდგენლობის ჩართვას ემხრობა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ენმ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი.
    მრავალათასიანი ყრილობის ჩატარების  იდეას შუერთდა აქტივისტებისა და მხარდამჭერების უმრავლესობა. მოთხოვნას შეუერთდნენ   პარტიის  რეგიონული ოფისების,  წალენჯიხის, ჩხოროწყუს, სენაკის, წალკის, ყვარლის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ვანის, დმანისის, საჩხერის, ბოლნისის და სხვა რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. აჭარა. ( პოლიტსაბჭოს 22 წევრმა გაავრცეა განცხადება)ამ ჩამონათვალში ჯერჯერობით არ არის პარტიის ზუგდიდის ორგანიზაცია და შესაბამისად მუსირებს კითხვა: ,,რას შვება ზუგდიდი?''აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ასევე რეგიონალური სამდივნოს სამეგრელ-ზემო სვანეთის კოორდინატორს თენგიზ გუნავას, ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს  ლაშა დამენიას და სხვებს ამ საკითხზე საჯარო კომენტარი სოციალური ქსელით მიუხედავად მხარდამჭერების არაერთი საჯარო მოთხოვნისა არ გაუკეთებიათ.ოდიშინიუსი დაუკავშირდა ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლაშა დამენიას,რომელმაც განაცხადა რომ ოფიციალურ კომენტარს  იმ საკითხთან დაკავშირებით თუ ყრილობის როგორი სახით ჩატარებას ემხრობა კომენტარს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდგომ გააკეთებს ,რომელიც 30 ნოემბერს შედგება,რეგიონული სამდივნოს სამეგრელო-ზემო სავანეთის კოორდინატორმა და პარლამენტის წევრმა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“თენგიზ გუნავამ კომენტარისაგან თავი შეიკავა.ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ლევან კონჯარიამ  , ვატო დარსმელიძემ და მამუკა ჭოხონელიძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
  მრავალათასიანი ყრილობის, პარტიის თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურად დატოვებას და ახალი პოლიტსაბჭოს არჩევას უჭერს მხარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ ერთი ლიდერი ანა წითლიძე. წითლიძეს მიაჩნია რომ მრავალათასიანი ყრილობა აუცილებელია იმისთვის რომ არ არსებობდეს კითხვის ნიშნები რომ პარტიაში გადაწყვეტილებები კულუარულად მიიღება.
 
 
 
 

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...