მთავარისიახლეებითვალსაზრისიენმ ყრილობის მასშტაბი და ლეგიტიმაციის ხარისხი მძაფრი პოლემიკის საგნად იქცა: ,,მოკლედ,...

ენმ ყრილობის მასშტაბი და ლეგიტიმაციის ხარისხი მძაფრი პოლემიკის საგნად იქცა: ,,მოკლედ, 2000 კაციანი ყრილობა ბიძინას ბუტკაში ჩაატარონო”

Published on

 

ენმ რაიონული ორგანიზაციები და აქტივისტები  სოციალურ ქსელსა და ოფიციალურ განცხადებებში აქტიურად ეხმაურებიან ენმ–ს  მეშვიდე ყრილობის გარშემო გამართულ პოლემიკას .

სამირა ისმაილოვა: ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა ფორმით და მასშტაბით უნდა ჩატარდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეშვიდე ყრილობა. პირადად მე, როგორც ნაციონალური მოძრაობის ბოლნისის რაიონული მოძრაობის თავმჯდომარეს, მიმაჩნია, რომ ყრილობა მრავალათასიანი უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მოწონებული წესის მიხედვით,  და არა 2000 კაციანი,  ვიწრო წრეში. ამისათვის არსებობს ძალიან ბევრი არგუმენტი… მაგალითად, ჩვენს თანამებრძოლებს და თანამოაზრეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება საკუთარი აზრის გამოხატვისთვის… და იყოს რეალური დემოკრატია და ჩართულობა პარტიაში და არა კულუარული და შერჩევითი მიდგომები. გარდა ამისა, დღის წესრიგი, რაც მეილზე მივიღე, ჩემთვის მიუღებელია და ბევრ კითხვას ბადებს ჩემში… და აქვე დავამატებ, რომ ყრილობის დღის წესრიგს უნდა დაემატოს განსახილველად:
ა) ახალი პოლიტსაბჭოს წევრების არჩევა , პოლიტსაბჭოს სამდივნოს არჩევა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის არჩევა 
ბ) სამომავლო სტრატეგიის წარდგენა
მე ვიცი( მქონდა საუბარი), რომ ძალიან ბევრი ჩვენი პარტიის წევრი იზიარებს ამ აზრს და მჯერა, რომ ყრილობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ხელს შეუწყობს ენმ–ს გაძლიერებას''
 
კახა ასკურავა: მაშინ, როცა ივანიშვილის მიერ მიდის პოლიტიკური სივრცის სრული ოკუპაცია. მაშინ, როცა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო ძალადობაზე და ამომრჩეველთა მოსყიდვაზე დაფუძნებული;
მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა და მისი ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად განიცდის უკუსვლას და კიდევ უფრო ღარიბდება მოსახლეობის უდიდესი ნაწილი;
მაშინ, როცა სრულიად უპასუხისმგებლო და ნეპოტიზმზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ აცნობიერებს რეალურ მდგომარეობას;
მაშინ, როცა საფრთხის წინაშეა სიტყვის თავისუფლების ერთადერთი ბასტიონი რუსთავი 2 – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა არ დატოვოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი;
არაფორმალური მმართველობის წინაშე მარტო. კიდევ უფრო განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება განსაკუთრებით იმ ამომრჩევლების წინაშე, ვინც უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ მაინც მივიდა არჩევნებზე და შემოხაზა #5;
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი (და არა მხოლოდ) არგუმენტების გათვალისწინებით, დეკემბერში დაგეგმილი ენმ–ს ყრილობა უნდა იყოს ფართომასშტაბიანი, ხოლო პოლიტსაბჭო განსაკუთრებით წარმომადგენლობითი.
ამას ამ მომენტისთვის აქვს განსაკუთრებული დატვირთვა. მით უმეტეს, ჩვენს უკან დგას 500 ათასზე მეტი ამ ქვეყნის მოქალაქე. ისინი იმსახურებენ ნახონ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის კიდევ უფრო ძლიერი, ქმედითი, სამართლიანი და უალტერნატივო ძალა. ეს ჩვენ შევძელით, ეს ჩვენ შეგვიძლია!  ძალა ერთობაშია!''
 

ვაჟა წოწკოლაური, მცხეთა– თიანეთი: ,,ნათელია:  რომ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ყრილობაზე მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ცხადია, ეს გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ორგანიზაციის მომავალს და, რაც ყველაზე მთავარია, აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე.
სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამ პროცესში ჩვენი წევრების მაქსიმალურ მონაწილებას.
მცხეთა-თიანეთში ჩვენი წარმომადგენლობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ყრილობის გამართვას მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული წესით, 
რასაც გულწრფელად ვუჭერ მხარს''.
 
,,მე, პირადად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან რობერტ კავთიაშვილი მხარს ვუჭერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ მრავალათასიან ( 70000)  ყრილობას.
ვანის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაცია გაეცნო ყრილობის მოწვევის ორ შემოთავაზებულ ვარიანტს და ერთხმად დაუჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილის მიერ მოწონებულ მეტი წარმომადგენლობის მქონე  ყრილობას''
ლაგოდეხის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ორგანიზაცია გავეცანით და მხარს ვუჭერთ მიხეილ სააკაშვილის მიერ მოწონებულ მრავალათასიან ( 70000 ) ყრილობის მოწვევის  წესს''
,,სენაკის ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაცია და თავმჯდომარე ლაშა კუჭავა მხარს ვუჭერთ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას და მოვითხოვთ მასშტაბური ყრილობის ჩატარებას" 
ენმს– ს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ გაბელია მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული ფართომასშტაბიანი ყრილობის 'ჩატარებას!'' 
 ჩხოროწყუს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რამაზ გულუა: ,, სადაც მიშაა, იქ არის ჩხოროწყუს ორგანიზაციაც!''
ია ჯიშკარიანი: ,,როგორც ენმ –ს წევრი და ხობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე მხარს ვუჭერ  მრავალათასიანი ყრილობის მოწვევას!''

ზვიად დუშმანაშვილი: ენმ-ს ყვარლის რაიონული ორგანიზაცია მხარს უჭერს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს პარტიის ყრილობის ფართე წარმომადგენლობით ჩატარების შესახებ.''

 
ესოდენ მძაფრ პოლემიკაში იუმორისტული, ფრიად გონებამახვილური მოტივი შემოაქვს სოციალური ქსელის ერთ–ერთ მომხმარებელს: ,,მოკლედ,  2000 კაციანი ყრილობა ბიძინას ბუტკაში ჩაატარონო''
 

 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...