მთავარისიახლეებიუკრაინაუკრაინის ახალი ოპოზიციური მოძრაობის მიტინგზე დღეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს

უკრაინის ახალი ოპოზიციური მოძრაობის მიტინგზე დღეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს

Published on

კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა საპროტესტო აქცია  გაიმართა.
 ეს მოქმედი რადას უკანასკნელი ზამთარი უნდა იქნას – ასეთი იყო მიტინგის ლოზუნგი, ხოლო მთავარი მოთხოვნა  ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ორგანიზატორებმა აქციაზე ფლაიერები დაარიგეს, რომელშიც რადას 100 შეუსრულებელი დაპირება და მოთხოვნებია გაწერილი. მომიტინგეები სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკური რეკლამის აკრძალვას, პარტიების რეგისტრაციაზე დაწესებული ფარული მორატორიუმის გაუქმებას, ცესკო-ს თავმჯდომარის გადაყენებასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ.
მიტინგზე შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა.
მან  განსაკუთრებული ყურადღება ოლიგარქების გავლენაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ოლიგარქების მიერი მისი სიძულვილი შიშს უკავშირდება. 
„მადლობა, რომ ქუჩაში გამოხვედით, აქციის დისკრედიტაციის ორკვირიანი მცდელობის მიუხედავად. ხელისუფლება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი და პარლამენტი ურცხვად იტყუებიან, როდესაც ყველას, ქუჩაში გამომსვლელებს, კრემლის აგენტობას აბრალებენ. მიმოიხედეთ, თქვენ რა, აქ უკრაინის მტრებს ხედავთ?! თქვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებისთვისაც მიმართულების შეცვლა შეუძლებელია. ხედავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში და არ დაემორჩილონ ტყუილს.
„ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეცვლის. უკრაინელ ხალხს დაუსრულებელი მოლოდინის დრო არ აქვს. ქურდების მმართველობის ყოველი დღე აღარიბებს ქვეყანას. ოლიგარქიული პარლამენტი არ ასახავს ხალხის ნებას, პირიქით ის ეწინააღმდეგება ხალხის მოთხოვნებს, უკრაინის ეროვნულ ინტერესებს და საფრთხეს უქმენის ჩვენი შვილების მომავალს. ამ უმაღლესმა რადამ წითელი ბარათი დაიმსახურა. ორწლიანი მუშაობის შედეგად რა გააკეთა რადამ პერსპექტივების მიზანმიმართული განადგურების გარდა? ახლა საქმე არა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობას, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებას ეხება და ათობით მილიონი ადამიანის ბედს არ უნდა წყვეტდნენ არაკომპეტენტური ადამიანები. სწორედ ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ჩვენ აუცილებლად გავხდით უკრაინას დიდებულს, რადგან ის ამას იმსახურებს. შეხედეთ, მსხვილი „ბარიგების“ ერთმა ჯგუფმა როგორ აქცია უკრაინა საკუთარ კანტორად. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ისინი მეთოდურად ქურდავდნენ მთელ ქვეყანას, საკუთარ კონტროლს უქვემდებარებდნენ ყველა ტელეკომპანიას და ყიდულობდნენ მთელ პოლიტიკურ ელიტას. ისინი წყვეტენ, ვინ გახდება შემდეგი ლიდერი, ვინ მოიშორონ და ვინ გაანადგურონ. მათი მთავარი პრინციპია ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილებისას შეინარჩუნონ გავლენა ხელისუფლებაზე. საბოლოო ჯამში მათ ჩვენი ქვეყანა ხელში უჭირავთ და ასე აპირებენ კიდეც გაგრძელებას, რადგან მათი ზემოქმედება იმდენად დიდია, რომ ხელს უშლის ქვეყნის პოტენციალის გამოყენებას და იმის ნაცვლად, რომ ეს პოტენციალი ხალხს მოხმარდეს, მათ გამდიდრებას ემსახურება. თქვენ არ გეჩვენებათ, თუ ფიქრობთ რომ უკრაინა რომელიღაც მოჯადოებულ წრეში გაიჭედა, საიდანაც თავის დაღწევას ვეღარ ახერხებს. ეს არის კორუფციის, განუკითხაობის, ქაოსის, ხალხის დაცინვის მოჯადოებული წრე და ის მართლა არსებობს. ეს „ბარიგების“ მცირე ჯგუფის საპარტნიორო წრეა, რომლებმაც უკრაინის პრივატიზება მისი დამოუკიდებლობის მომენტიდან მოახდინეს. აი, რა ჭაობში გაიჭედა უკრაინა. დროა, ხალხმა ხმა აიმაღლოს. თქვას, რომ ქვეყანა მათი შეხედულებისამებრ უნდა განვითარდეს, ხელისუფლება კი სწორედ ხალხის წინაშე აგებს პასუხს და არა ოლიგარქების წინაშე. დროა ბედის ბორბალი უკუღმა დავატრიალოთ. ახლა მათ ოჯახებში მივა ცუდი ამბები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ, მათ შორის მეც, მოვალთ პოლიტიკაში. არ მიკვირს, რომ მათ ვძულვარ და ჩემი ქვეყნიდან გაძევების გეგმებს სახავენ. მათი სიძულვილის მთავარი მიზეზი შიშია, რომ ჩემს მოსყიდვას ვერ ახერხებენ“, -განაცხადა სააკაშვილმა. მან უნდობლობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსაც გამოუცხადა. 
 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...