მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი: ,,ჩვენი ადმინისტრაცია იზრუნებს იმაზე, რომ კუბელმა ხალხმა დაიწყოს სვლა...

დონალდ ტრამპი: ,,ჩვენი ადმინისტრაცია იზრუნებს იმაზე, რომ კუბელმა ხალხმა დაიწყოს სვლა კეთილდღეობისა და თავისუფლებისკენ.

Published on

კუბაში ფიდელ კასტოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცხრადღიანი გლოვაა გამოცხადებული, ამასობაში კი სამშობლოდან გადახვეწილი კუბელები მაიამის ქუჩებში გამოვიდნენ და ზეიმით აღნიშნეს დიქტატორის გარდაცვალება. როგორ განვითარდება მოვლენები კუბაში ფიდელ კასტროს შემდეგ, რა გზით ივლიან მისი მემკვიდრეები, რომელნიც ამ დრომდე პოლიტიკური ასპარეზიდან ფაქტობრივად დიდი ხნის წინ გასულ, მაგრამ ჯერ კიდევ კუბური რევოლუციის სიმბოლოდ დარჩენილ ფიდელ კასტროს ავტორიტეტს ეყრდნობოდნენ. მიეცემა თუ არა კუბიდან იზულებით მიგრაციაში წასულ მოსახლობას ტავის ქვეყანაში დაბრუნებსა და ქვეყნის მოწყობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა? 
ამ მხრივ ნიშანდობლივია   ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  გამოხმაურება ფიდელ კასტროს გარდაცვალებაზე: "ეს დღე ისტორიაში ჩაინიშნება, როგორც სასტიკი დიქტატორის გარდაცვალების თარიღი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა, თითქმის ექვსი ათწლეულის მანძილზე, გაუსაძლისი ზეწოლის ქვეშ ამყოფა. ფიდელ კასტროს მიერ გამოწვეული ტრაგედიების, ტანჯვისა და წამების მეხსიერებიდან ამოშლა არ შეიძლება, ჩვენი ადმინისტრაცია იზრუნებს იმაზე, რომ კუბელმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ დაიწყოს სვლა კეთილდღეობისა და თავისუფლებისკენ. ფიდელ კასტროს მემკვიდრეობა სიღარიბისგან, მოსახლეობის ტანჯვისა და ადამიანის უფლებათა შეზღუდვისგან შედგება სანამ კუბა ტოტალიტარულ კუნძულად რჩება, იმედს გამოვთქვამ, რომ კუბელი ხალხი, ერთ დღეს, ერთხელ და სამუდამოდ მიიღებს იმ თავისუფლებას, რასაც ისინი ასე ძლიერ იმსახურებენ.- წერს დონალდ ტრამპი. 
ამ განცხადების გამოქვეყნებამდე ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა – "ფიდელ კასტრო მკვდარია!"  
წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი ამბობდა, რომ ის ჰავანაში ახლადგახსნილი საელჩოს დახურვას და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში კუბასთან დადებული სავაჭრო ურთიერთობების გაუქმებას და ორმხრივი ავიამიმოსვლის შესახებ მიღწეული შეთანხმებაც გადახედვას გეგმავს. 

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...