თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები ”აუდიტორია 115” პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

0
393
   ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტის 20 615 სტუდენტი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს აირჩევს.  დემეტრე ეგნატაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საარჩევნო პროცესებში მონაწილეობენ, მოუწოდა არჩევნებზე თავიანთი დამკვირვებლები გააგზავნონ. კერძოდ, მან მიმართა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩაერთონ ამ პროცესში. როგორც უნივერსიტეტში აღნიშნეს, თსუ-ს სასწავლო კორპუსებში სულ 13 საარჩევნო უბანი იქნება განთავსებული. კენჭისყრის პროცესი 25 ნოემბერს, 09:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება. ეგნატაშვილის განცხადებით, თსუ-ს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეეცდება არჩევნების შედეგები უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს. 
    თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2014 წელს უნივერსიტეტში სტუდენტებმა 120 წევრისაგან შემდგარი თვითმმართველობის ორგანო აირჩიეს, რაც იმით იყო განპირობებული, რომ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტი შემდგომ შეიქმნა, შესაბამისად, ამჟამად უნივერსიტეტის სტუდენტები სტუდენტურ თვითმმართველობაში 20-ით მეტ დელეგატს აირჩევენ.
   ”აუდიტორია 115”-ის სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში არიან გამაგრებული. სტუდენტები მე-6 კორპუსში იმყოფებიან და არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულება, რაშიც თვითმმართველობის გაუქმება და უნივერსიტეტში სხვა რეფორმების განხორციელება იგულისხმება.”ვიმყოფებით მე-6 კორპუსში. ავჭედეთ ორივე კარი და შენობა პიკეტირებულია. აქაურობას არ დავტოვებთ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება”, – განაცხადა ჯავახიძემ.
 

წინა სტატიასანდრა რულოვსის მიერ დაწესებულ სტიპენდიას მიმდინარე წელს კიდევ 26 სტუდენტი მიიღებს
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებთან ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ დადებული შეთანხმების რატიფიკაციას ჯეიმს აპატურაი გამოეხმაურა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური