მთავარისიახლეებიკონფლიქტებიკვიციანის სადეპუტატო შეკითხვა სუბარს: „თბილისში და სოფლებში დევნილებისთვის სახლებს რომ ყიდულობთ, რატომ...

კვიციანის სადეპუტატო შეკითხვა სუბარს: „თბილისში და სოფლებში დევნილებისთვის სახლებს რომ ყიდულობთ, რატომ არ შეიძლება, სოხუმში ვუყიდოთ და გავმაგრდეთ და გავძლიერდეთ იქ?”

Published on

„თბილისში და სოფლებში დევნილებისთვის სახლებს რომ ყიდულობთ, რატომ არ შეიძლება, სოხუმში ვუყიდოთ და გავმაგრდეთ და გავძლიერდეთ იქ? როგორც ამას აკეთებენ აზერბაიჯანელები, რომლებიც თავისი მოქალაქეებისთვის სახლებს საქართველოში ყიდულობენ და სომხები თავიანთი მოქალაქეებისთვის საქართველოს ზღვისპირეთში ყიდულობენ. რატომ არ შეგვიძლია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში სახლები ვუყიდოთ. ვუყიდოთ იქ, სადაც ტერიტორიები დაკარგულია“, – არც მეტი არც ნაკლები ეს კითხვა დაუსვა დეპუტატმა  ემზარ კვიციანმა  ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გააადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატს სოზარ სუბარს.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ბავშვსაც  არ გაუჭირდება, და სოციალურ ქსელში პასუხები დახვავდა. ერთერთი დევნილი უფრო შორსაც წავიდა:
,, მივმართავ დევნილთა სამინისტროს და ემზარ კვიციანს:,, ვცხოვრობ თუ ვცხოვრობდი ბესლეთში. სურვილი მაქვს სახლი მქონდეს ჭანბას ქუჩაზე,  ამიტომ მიყიდეთ ლადო დაშნიანის სახლი. ვაი ჯერ თქვენს და, მერე ვინც თქვენ ხმა მოგცათ, იმის პატრონს.''
მართლაც , ვინ გასცემს  პასუხს კითხვაზე, როგორ ხვდებიან საქართველოს პარლამენტში  ასეთი დეპუტატები . 
 
 
 
 

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...