25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით 2016 წლის 25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ მედიის წარმომადგენლებთან ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.