ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ზუგდიდის #5 საჯარო სკოლაში ოჯახური ძალადობის თემაზე ლექცია ჩატარდა.

0
406
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ზუგდიდის #5 საჯარო სკოლაში ოჯახური ძალადობის თემაზე ლექცია ჩატარდა. ლექციას ზუგდიდის რაიონული პროკურორი ლევან სალია უძღვებოდა. იგი მოზარდებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ოჯახური ძალადობის მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ესაუბრა და ამ ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მოსწავლეები ლექციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ, გამოთქვეს მოსაზრებები ოჯახური ძალადობის შესახებ და ყველა კითხვაზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხი მიიღეს. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და ძალადობის პრევენციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ფილმიც უჩვენეს.
წინა სტატიამოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა: რაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ელენე ხოშტარია და თეა წულუკიანი ბავშვობაში?
შემდეგი სტატიაქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური