სანდრა რულოვსის მიერ დაწესებულ სტიპენდიას მიმდინარე წელს კიდევ 26 სტუდენტი მიიღებს

0
413

22 ნოემბერს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა დები ზარანდიების ხსოვნისადმი მიძღვნილი სტიპენდიის პროგრამის ახალი საფეხურის პრეზენტაცია. სტიპენდია დააწესა საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდის SOCO-ს დამაარსებელმა, საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა. ეს არის 8 თვიანი გრანტი, რომლის მიმღებნი არიან ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტების  სტუდენტები ხელმოკლე ოჯახებიდან. სანდრა რულოვსის ინიციატივით და მხარდაჭერით, ფონდი  მათ ყოველთვიურად 150 ლარის სტიპენდიით დაეხმარება. 
  2015 – 2016 სასწავლო წელს  დები ზარანდიების სახელობის სტიპენდია დაენიშნა 22  ეკონომიურად გაჭირვებულ სტუდენტს, მიმდინარე სასწავლო წელს მას უკვე 26 ახალგაზრდა მიიღებს.  სტიპენდიანტებს შორის არიან დები ზარანდიების ოჯახის მიერ არჩეული სტუდენტებიც სამეგრელოდან და ის ახალგაზრდები, რომელთა ოჯახებიც 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალდნენ, სტიპენდიის ერთერთი მიმღებია ზარანდიების ბიძაშვილიც.  
,,ვიმედოვნებთ, რომ ეს სტიპენდია მათთვის იქნება სტიმული კარგი და წარმატებული სწავლისათვის.'' – განაცხადა მედიასთან საუბარში ლედი სანდრა რულოვსმა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
წინა სტატიაქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართა
შემდეგი სტატიათსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები ”აუდიტორია 115” პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური