მთავარისიახლეებიექსკლუზივიმიხეილ სააკაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის'' მომავალი ყრილობის მასშტაბსა და დელეგატთა არჩევის წესზე

მიხეილ სააკაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის” მომავალი ყრილობის მასშტაბსა და დელეგატთა არჩევის წესზე

Published on

მიხეილ სააკაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის'' მოახლოებულ  ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ,,ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში ჩვენი ყრილობა უნდა დაეფუძნოს ხალხის ჩართულობასა და მაქსიმალურად ღია და ფართო მონაწილეობის შესაძლებლობას. ამ მიზნის მიღწევას კი გამორიცხავს ხელოვნურად შეზღუდული ფორმატი'' (2000 მონაწილე), რომელიც შემოთავაზებულია პოლიტსაბჭოს ერთი ჯგუფის მიერ.
,,მეგობრებო, დღეს, როგორც არასდროს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის როლი შეუცვლელია ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს – ამ მოცემულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა გზას აირჩევს ახლა ჩვენი პარტია: გადაიქცევა ხალხისგან იზოლირებულ ვიწრო პარტიულ ჯგუფად და ამ ჯგუფის მიერ დაშვებულ შეცდომებს, რამაც გაუადვილა ივანიშვილს ამოცანა, დაამატებს ახალ შეცდომებს თუ, ამის საპირისპიროდ, ავანგარდში ჩაუდგება საერთო სახალხო დემოკრატიულ მოძრაობას.
ჩემთან შემოსულია ნაციონალური მოძრაობის ყრილობის დელეგატთა შერჩევის ორი თვისობრივად განსხვავებული წესი.
პირველი წესი ითვალისწინებს ყრილობის ჩატარებას 2 ათასი დელეგატის შემადგენლობით, მეორე წინადადება კი, ყრილობის ბევრად უფრო წარმომადგენლობით მოდელს გვთავაზობს – მინიმუმ სამჯერ მეტი დელეგატის მონაწილეობით.
ჩემთვის პირველი წესი არ არის საკმარისად წარმომადგენლობითი, დემოკრატიული და არ აქვს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი. ასევე მიუღებელია ამ ვარიანტში მოყვანილი დელეგატების შერჩევის წესიც. 2003 წლის შემდეგ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არასოდეს ჩაუტარებია ყრილობა მრავალათასიან დელეგატზე ნაკლები შემადგენლობით. დღეს, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისე, როგორც არასდროს ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მის გმირულ აქტივს და მხარდამჭერებს აქვთ განცდა, რომ პარტიის მმართველი რგოლი აღარ ასახავს უმრავლესობის აზრებს და მისწრაფებებს. ამიტომ, დღეს პარტიის უმრავლესობას აქვს განსაკუთრებული სურვილი, რომ თავად ჩაერთოს პარტიის ბედის გადაწყვეტაში. ამას ორიათასდელეგატიანი ყრილობა ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს. ასეთი მიდგომა გააჩენს ჩვენი მთავარი ამოცანების მიღწევისთვის უკიდურესად საზიანო განცდას, რომ პარტია არ ისმენს მისი წევრების და ამომრჩევლების უმრავლესობის აზრს. ჩემი ღრმა რწმენით, ეს სხვა არაფერია, თუ არა არასათანადო პატივისცემა საკუთარი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მიმართ.
ეს სრულიად დაუშვებელია!
ეს ყრილობა არის ახალი ეტაპი პარტიის ისტორიაში და ამ ეტაპის უმთავრესი გამოწვევა არის ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა.
მე, ისევე როგორც პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა უმრავლესობა, ვთვლი, რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში ჩვენი ყრილობა უნდა დაეფუძნოს ხალხის ჩართულობასა და მაქსიმალურად ღია და ფართო მონაწილეობის შესაძლებლობას. ამ მიზნის მიღწევას გამორიცხავს ხელოვნურად შეზღუდული ფორმატი. დღეს ჩვენი პარტია ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც იბრძვის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და მისი პროდასავლური და დემოკრატიული მომავლისთვის. თუ ჩვენ საქართველოში გვსურს დემოკრატია, მაშინ პირველ რიგში ამ პარტიამვე უნდა მისცეს ხალხს დემოკრატიულობის მაგალითი.
ამიტომაც, მე მხარს ვუჭერ ყველა რაიონული პარტიის ოფისის დაუყოვნებლივ გახსნას და მუშაობის განახლებას, მათ მიერ დელეგატების შერჩევას და ყრილობის მოწვევის მაქსიმალურად ფართო, დემოკრატიულ, წარმომადგენლობით ვარიანტს, რომელიც მოცემულია ყრილობის დელეგატთა მოწვევის მეორე ვერსიაში; და მოვუწოდებ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და ჩვენს თანამებრძოლებს აქტიურად დაუჭირონ მხარი სწორედ ამ წესს – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...