მთავარისიახლეებიექსკლუზივიუკრაინის ახალი ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 27 ნოემბერს კიევში მძლავრ საპროტესტო აქციას...

უკრაინის ახალი ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 27 ნოემბერს კიევში მძლავრ საპროტესტო აქციას აანონსებს

Published on

უკრაინის ახალი ოპოზიციის ლიდერი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 27 ნოემბერს კიევში მძლავრ საპროტესტო აქციას აანონსებს.  ამის შესახებ ნათქვამია მის მიმართვაში  უკრაინის მოქალაქეებისადმი, რომელსაც იგი აქვეყნებს   თავის  ”ფეისბუქგვერდზე” , რომელიც, როგორც იგი ამბობს, არის ერთიანი კომუნიკაციის არხი მასა და ხალხს შორის იმ პირობებში, როცა უკრაინის ხელისუფლებამ გადაუკეტა უკრაინის ყველა ძირითადი ტელეარხი.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ  ხელისუფლება, რომელსაც აშინებს მისი და მისი პოლიტიკური  მოძრაობის მზარდი ძალა,  ცდილობს ნებისმიერ ფასად შეუშალოს ხელი,  ოფისს განუწყვეტლივ უთვალთვალებენ სპეცსამსახურები, ამავე რიგს მიეკუთვნება  მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის  ფარული მცდელობაც და პარტიის ამჟამინდელი ოფისიდან გამოსახლების განზრახვა. ,,და ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ხელი აგვაღებინონ ბრძოლაზე'' – ამბობს მიხეილ საკაშვილი –  და ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ყველა ეს ძველი ტრიუკი აბსოლუტურად აღარ მოქმედებს, რომ ჩვენ კიდევ უფრო შემტევნი გავხდებით. მათ უნდათ შეგვაგუონ იმ აზრს, რომ წინააღმდეგობის გაწევასა და პროტესტს აზრი არა აქვს,   რომ აზრი არა აქვს საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვას, რომ აზრი არა აქვს გაერთიანებას, რომ მაინც ყველა ერთნაირია, მაინც ყველას ერთი სახე აქვს, სულ ერთია არაფერი იქნება უკეთ და მთავარია კიდევ უფრო უარესად არ იყოს. ლაპარაკობენ რაღაც გეგმაზე ,,შატუნ'', სინამდვილეში ეს შატუნი სხვა არაფერია, თუ არა გეგმა ,,კრადუნი'' ანუ გეგმა ამ პოლიტიკური კლასისა გააგრძელოს უკრაინის ძარცვა.
 ჩვენ გვინდოდა წესრიგის დამყარებაზე მიმართული რეფორმები, ამის ნაცვლად მივიღეთ რეფორმების იმიტაცია და სრული განუკითხაობა ცხოვრების ყველა სფეროში.
 ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ ქვეყანაში არიან სხვა, ახალი ძალები, წესიერი, პატიოსანი ადამიანები, რომელთაც რეალურად აქვთ  მოტივაცია დაიცვან ქვეყანა, გახადონ ის უკეთესი და ბევრად ეფექტური.
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ, რომ ჩვენ ქვეყნის მომავლის გვჯერა, რომ გვაქვს საკმარისი ძალა, ენერგია. ჩვენ არ ჩამოვუშვებთ ხელებს, ჩვენი მოსყიდვა შეუძლებელია, ჩვენი გათიშვა შეუძლებელია  და ჩვენით მანიპულირება შეუძლებელია. 
მე მჯერა, რომ ქვეყანას შესწევს ამის ძალა, მე წავალ ბოლომდე და მინდა  ერთად წავიდეთ ბოლომდე. მე არ გიღალატებთ და იმედი მაქვს, რომ თქვენც იქნებით ჩვენთან ამ ბრძოლაში. 27 ნოემბერს, დღის პირველ საათზე ჩვენ შევიკრიბებით აქ, ჩერნოვოლის ძეგლთან ამ არშემდგარი, ქურდაად ქცეული პარლამენტის ორი წლისთავზე. ჩვენ უნდა ვთქვათ : ,,კმარა! აღარ მოგცემთ იმის გაგრძელების ნებას, რასაც აკეთებდით''. ჩვენ დავიწყებთ გაერთიანებას, სულ უფრო მეტნი და მეტნი გავხდებით და მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას უკრაინისთვის, ყველა უკრაინელი ოჯახისთვის”.  – მიმართავს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეებს.
 
ცნობისათვის: მიხეილ სააკაშვილმა ცოტახნის წინათ ტელეარხ "ZIK" – ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელმა უმაღლეს რადაში  იგორ გრინიოვმა შეიმუშავა გეგმა ,, შატუნი" , რომლის მიზანია უკრაინის მოქალაქეებს ხელი ააღებინოს პროტესტის გამოხატვაზე კორუმპირებული ხელისუფლების მიმართ. გეგმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოქალაქეებს თავს მოახვიოს აზრი, რომ უკრაინა ნავშია და ის, ვინც არსებულ პოლიტიკას არ ეთანხმება, ამ ნავს არყევს და ძირავს ქვეყანას. მთელი უკრაინა ხვდება, რომ გრინიოვი  ,,ასეთ ,,შატუნად " (მრყეველად) ახალი უკრაინული ოპოზიციის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს მოიაზრებს, ,, არადა, ნავს სწორედ კორუმპირებული ხელისუფლება არყევს''– დასძინა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა

 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...