მთავარისიახლეებიპოლიტიკაპირველი საკითხი, რაც კომიტეტებში იქნება განხილული, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაა

პირველი საკითხი, რაც კომიტეტებში იქნება განხილული, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაა

Published on

  საკანონმდებლო ორგანოში საღამოს უმრავლესობის სხდომაც გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მომავალი კვირის დღის წესრიგი შეათანხმეს. სხდომაზე საუბარი შეეხო კომიტეტებში შიდა გადაადგილების შესაძლებლობებს. მომავალი კვირიდან ცნობილი გახდება კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეები.პირველივე საკითხი, რაც კომიტეტებში იქნება განხილული, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაა. ასევე სამთავრობო პროგრამის განხილვა.ორშაბათს, 3 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.მინიტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დაამტკიცებს.„გვექნება, ალბათ, რიგგარეშე სესია, სადაც მთავრობის ნდობის გამოცხადებაზე ვიმსჯელებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კვირა, როდესაც ახლად არჩეული პარლამენტი იწყებს მთავრობის ფორმირების დასრულებას და მისთვის ნდობის გამოცხადებას,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ. 
 
 

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...