მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპმა მთავრობის ფორმირება დაიწყო

დონალდ ტრამპმა მთავრობის ფორმირება დაიწყო

Published on

   ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება დაიწყო. უკვე ცნობილია რამდენიმე გვარი, ვინც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში წამყვან თანამდებობებს დაიკავებს. უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის დასახელების შემდეგ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა კიდევ ორი მაღალჩინოსნის ვინაობა, რომლების მილიარდერი პრეზიდენტის შეთავაზებას დათანხმდნენ.კონგრესმენი მაიკ პომპეო დათანხმდა დონალდ ტრამპის შეთავაზებას ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს უხელმძღვანელოს. გენერალური პროკურორის პოსტის დაკავებაზე თანხმობა განაცხადა ალაბამელმა სენატორმა ჯეფ სეშენსმა, რომელიც კონგრესში მეოთხე ვადით არის არჩეული. პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თავდაცვის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ კლინი იქნება.სახელმწიფო მდივანი კი შესაძლოა მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი გახდეს. შეხვედრა ხვალ გაიმართება, სადაც გაირკვევა რომნი დათანხმდება თუ არა ტრამპის შეთავაზებას.
 

სიახლეები

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში...

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...