მთავარისიახლეებიკონფლიქტები"Sabah ABHAZYA" - თურქეთში გამოიცა საგაზეთო დანართი აფხაზეთის შესახებ სეპარატისტული პოლიტიკური მესიჯებით

“Sabah ABHAZYA” – თურქეთში გამოიცა საგაზეთო დანართი აფხაზეთის შესახებ სეპარატისტული პოლიტიკური მესიჯებით

Published on

თურქეთის საგაზეთო ჯიხურებში  10 ნოემბერს  გამოჩნდა   მაღალტირაჟიანი კერძო გაზეთის  ”საბაჰის” დანართი აფხაზეთის შესახებ  "Sabah ABHAZYA",  რომელიც თურქეთში ე.წ. აფხაზეთის სრულუფლებიანი  წარმომადგენლის ინარ გიცბას მტკიცებით, რამდენიმე საათში გაიყიდა მთელ ქვეყანაში და  ამავე დროს უფასოდ დარიგდა რამდენიმე რეგიონში- ქოჯაელში, იზმირში, დუსჯესა და  საქარიაში, სადაც  კომპაქტურად სახლობენ ეთნიკური აფხაზები. 
,,გაზეთი 12 გვერდიანია და 36 ათასიანი ტირაჟით გამოიცა , მასში საუბარია აფხაზეთის ცხოვრების ყველ სფეროზე, აგრეთვე თურქეთში აფხაზურ  დიასპორაზე და ის, რომ გაზეთი ასე სწრაფად გაიყიდა, ჩვენდამი თურქეთში არსებულ განუზომელ ინტერესს მოწმობს. – ამბობს ინარ გიცბა. – ამასთან ეს არის სიგნალი იმისა, რომ სავსებით რეალურია გამოცემაც ყოველთვიური გახდეს და მომდევნო ნომრების ტირაჟი 100 0000 ეგზემპლარამდე გაიზარდოს''.
გიცბას თქმით, გაზეთის გამოცემის იდეა დაებადა  ,,საბაჰის'' ანკარის განყოფილების მთავარ  რედაქტორს ოსმან ალთინიშიქს, რომელიც  ერთი თვის წინათ ეწვია  სოხუმს თურქი ჟურნალისტების დელეგაციასთან ერთად . გაზეთი დააფინანსა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, კერძოდ მის  მიერ თურქეთში აფხაზეთის წარმომადგენლობაში დანიშნულმა   ყარაან აჩუგბამ, რომელიც სავაჭრო – ეკონმიკურ ურთიერთობებს  კურირებს.
 დღეს ამ ფაქტთან დაკავშირებით   თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ გააკეთა განცხადება , რომ  საელჩომ ამ ფაქტზე რეაგირებიათვის მიმართა  თურქეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს.
,,უნდა აღინიშნოს, რომ თავად თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეწუხებულია ამ ფაქტით, რადგან ეს ეწინააღმდეგება ოფიციალური ანკარის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში. ისინი იკვლევენ ამ საკითხს. ანკარასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქართულ დიასპორას. მათ გამოხატეს პროტესტი ამ ფაქტთან მიმართებაში.რიგ  რაიონებში ეთნიკურად აფხაზ დიასპორასთან ერთად ცხოვრობენ ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც. მათუკვე წერილობითი ფორმით გამოხატეს თავიანთი პოზიცია, ასევე დაგეგმილია საპროტესტო აქციები ამ გაზეთის რედაქციის მიმართ”, – განაცხადა კოპლატაძემ. 
 
 
 

 
 

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...