მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთი და სომხეთი ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ დაჯგუფებას შექმნიან

რუსეთი და სომხეთი ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ დაჯგუფებას შექმნიან

Published on

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ ინიციატივას მხარი დაუჭირა.განკარგულების ტექსტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ევალება მოლაპარაკებების ჩატარება სომხურ მხარესთან და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოეწეროს აღნიშნულ შეთანხმებას.შეთანხმების პროექტის თანახმად, რუსეთი და სომხეთი კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ დაჯგუფებას შექმნიან, რომელიც შეძლებს შეიარაღებულ თავდასხმაზე , ასევე სხვა საფრთხეებზე ადეკვატურ რეაგირებას.ამავდროულად, დაჯგუფების ერთ-ერთი მიზანი ქვეყნების საზღვრების დაცვის გაძლიერებაა.მშვიდობიან დროს დაჯგუფება სომხეთის გენშტაბის უფროს დაემორჩილება, სამხედრო მდგომარეობაში კი რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურსაც.როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, შეთანხმება მიმართულია არ არის მესამე სახელმწიფოს სუვერენიტეტის ან საერთაშორისო ხელშეკრულებების წინააღმდეგ.
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...