მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკონომისტების ვარაუდით, თუ კურსი გაუფასურებას გააგრძელებს, კომუნალური ტარიფების ზრდაშემდეგ უკვე გარდაუვალი იქნება

ეკონომისტების ვარაუდით, თუ კურსი გაუფასურებას გააგრძელებს, კომუნალური ტარიფების ზრდაშემდეგ უკვე გარდაუვალი იქნება

Published on

  ლარის გაუფასურებას შიდა ვალის ზრდას უკავშირებენ ექსპერტები და არ გამორიცხავენ, რომ კურსი კიდევ უფრო დაეცეს. მათი ვარაუდით, ეს პროცესი პარალელურად აისახება ტარიფებზე, მათ შორის კომუნალურ გადასახადებზე.ექსპერტების ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ იღებს ხელისუფლება შიდა ვალს, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის. ანალიტიკოსთა განცხადებით, ლარის პრობლემა სუსტის ეკონომიკის შედეგია. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და კვლავ ხარჯების, მათ შორის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ.„ლარის კურსი აჩვენებს რა მდგომარეობაა ეკონომიკაში. რადგან ლარის კურსი ასე მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ბევრად ნაკლები დოლარი შემოდის, ვიდრე საჭიროა. ვფიქრობ, დღევანდელი ლარის კურსი არ არის ის კურსი, რამაც შეიძლება ტარიფების ზრდა გამოიწვიოს, თუმცა თუ კურსი გაუფასურებას გააგრძელებს, შემდეგ უკვე გარდაუვალი იქნება კომუნალური ტარიფების ზრდა,“ – განაცხადა ბესიკ ნამჩავაძემ.ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მცურავ კურსს და დოლარის და ლარის მასას შორის არსებულ დისბალანსს უკავშირებს საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივას თავმჯდომარე.„ქვეყანაში მოქმედებს მცურავი კურსი და მცურავი კურსი საბოლოო ჯამში არის ის პირობა და იმის საფუძველი, რომ ნებისმიერი მცირედი რყევების პირობებშიც კი, ჩვენი სუსტი ეკონომიკა ძალიან მარტივად რეაგირებს ამ ცვლილებებზე. იკლო დოლარის შემოდინებამ და ამით რეალურად დაირღვა ბალანსი ლარის და დოლარის მასას შორის. ბუნებრივია ეს ნეგატიურად აისახა ლარის კურსზე,“ – აცხადებს ლევან კალანდაძე.
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...