მთავარისიახლეებიექსკლუზივიაფხაზური ოპოზიცია: თუ ქართველები სააკაშვილის დაბრუნებას ესწრაფვიან, რატომ არ უნდა მოვითხოვოთ...

აფხაზური ოპოზიცია: თუ ქართველები სააკაშვილის დაბრუნებას ესწრაფვიან, რატომ არ უნდა მოვითხოვოთ ეს ჩვენც ანქვაბის შემთხვევაში?

Published on

,, თუ ქართველები სააკაშვილის დაბრუნებას ესწრაფვიან,  რატომ არ უნდა მოვითხოვოთ ეს ჩვენც  ანქვაბის შემთხვევაში?''- აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის  ოპოზიცია
,,ექსპრეზიდენტი ანქვაბი უნდა დაბრუნდეს! ჩვენ არასოდეს გვშინებია რისიმე, არ გვშინებია ქართველების და  რისა უნდა შეგვეშინდეს ახლა?  ჩვენ გვინდა, რომ ანქვაბი დაბრუნდეს. რაულ ხაჯინბამ ვერაფერს გაართვა თავი და დროა გადადგეს, მხოლოდ ეს არის გამოსავალი კრიტიკული სიტუაციიდან, რომელიც  ქვეყანაშია შექმნილი.’’ – ასე გამოეხმაურნენ აფხაზეთის დიდი სამამულო ომის ვეტერანთა კავშირში ოპოზიციურ ძალთა გაერთიანების თანათავმჯდომარის ასლან ბჟანიას მიმართვას ე.წ. მოქმედი პრეზიდენტისადმი – ვადამდე ადრე მოიხსნას უფლებამოსილება.  
 
როგორც აფხაზი ანალიტიკოსები და ჟურნალისტები ამბობენ, ოპოზიცია, რა თქმა უნდა,  არც ისე გულუბრყვილოა, რომ  რაულ ხაჯიმბასგან ასეთი ნაბიჯის გადაგმის მოლოდინი ჰქონდეს, მაგრამ თავისთავად უჩვეულო არაფერია იმაში, რომ ეს მოთხოვნა წამოაყენა.  ასეთი რამ ხშირად მომხდარა სხვა ქვეყნების ცხოვრებაში, თუნდაც საქართველოში, სადაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდიდან დაწყებული დღემდე ისმის მოწოდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი დაბრუნდეს და კვლავ ჩაუდგეს სათავეში ქვეყანას, ოთხი წლის იძულებითი ემიგრაციის შემდეგ,  რადგან სწორედ ის იყო და რჩება ოპოზიციური პარტიის შესაძლოა  ვიღაცისთვის არაფორმალურ, მაგრამ ხალხის ძირითადი მასისთვის რეალურ ლიდერად.  
 
,,მაგრამ ალექსანდრე ანქვაბის შემთხვევაში სიტუაცია რამდენადმე სპეციფიურია. აფხაზეთიდან წასვლის შემდეგ, რაც 2014 წლის მაის-ივნისის დარამატულ მოვლენებს მოყვა, იგი, სააკაშვილისგან განსხვავებით,  დიდხანს არ გამოჩენილა საჯაროდ და არ გამოხმაურებია აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და მხოლოდ გარკვეული ხნის დუმილის შემდეგ დაიწყო  ამაზე საუბარი მოსკოვურ მედიაში და ისიც ერთადერთ ,,განდობილ’’ ჟურნალისტთან ინტერვიუებში, ამასთან მის განცხადებებს უპირატესად პოლემიკური ხასიათი ჰქონდა, ძირითადა წარსულზე იყო მიმართული და არაფერში ამჟღავნებდა მოქმედი პოლიტიკოსის  სამომავლო გეგმებს.'   – წერს აფხაზური მედია. – უფრო მეტიც , ოპოზიციაში გადასული მმართველი პარტიისახლანდელი ხელმძღვანელები, რომელნიც დღემდე კბილებით იცავენ ყოფილ პრეზიდენტს ხაჯიმბასა და მისი გუნდის გამოხდომებისა და ბრალდებებისგან და ცალსახად გმობენ  მათ მიერ მოწყობილ გადატრიალებას, რაც პრეზიდენტის პოსტიდან მისი გადადგომით დასრულდა, პოლიტიკურ პროცესებში გამოდიოდნენ თავიანთი და არა ანქვაბის რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი შეურიგდნენ იმას, რომ ანქვაბი ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა  აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ, როგორ ჩანს, ეს კონსპირაციული ხასიათის დუმილი უფრო იყო, ვიდრე მათი რეალური განწყობა დადამოკიდებულებები. ''
 
ანალიტიკოსების აზრით, არა აქვს მნიშვნელობა, ეს ანქვაბის მოფიქრებული და  ნაკარნახევი თამაში იყო თუ ოპოზიციის ოფიციალური ლიდერის ასლან ბჟანიას გადაწყვეტილება, რომ ახლა საქმისათვის  ასე ჯობდა.  ნებისმიერ შემთხვევაში, მართლაც მხოლოდ გულუბრყვილო ან საქმეში აბსოლუტურად ჩაუხედავი ადამიანი თუ დაიჯერებს, რომ ანქვაბი უკვე ვეღარ თუ აღარ ახდენს ზეგავლენას აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე. ( იგივე შეიძლება ითქვას მოსკოვში მყოფ ედუარდ კოკოითზე , რომელსაც ანქვაბის მსგავსად ისევ უკან, ოსეთში უხმობენ გარკვეული ძალები, თუმცა აფხაზი ჟურნალისტის აზრით ანქვაბის ზეგავლენა აფხაზეთში გაცილებით ძლიერია, ვიდრე კოკოითისა..
 
შესაძლებელია თუ არა ანქვაბის დაბრუნება პრეზიდენტის პოსტზე? ფაქტი ერთია, ეს კითხვა, რომელიც აქამდე მხოლოდ კულუარებში ჟღერდა,  ოჩამჩირესა და გუდაუთაში ოპოზიციის მიერ ,,ხალხთან მოთათბირებისათვის’’ ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ხაჯიმბას გუნდის შეშფოთებისა და ანქვაბის მომხრეების აჟიოტაჟის საგნად იქცა. ანქვაბს სამკვდრო – სასიცოცხლოდ არის გადაკიდებული აფხაზების ერთი ნაწილი, მაგრამ არანაკლებ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომელნიც მის დაბრუნებას ელიან.  როგორ განვითარდება მოვლენები ჯერჯერობით ძნელად ექვემდებარება პროგნოზს, მაგრამ სოციალური აფეთქების ზღვრამდე მისული სიტუაცია უფრო მის სასარგებლოდ ლაპარაკობს. თუმცა რაკი საბოლოო ჯამში ყველაფერი მოსკოვში წყდება, მთავარია, რამდენად ეფექტურად მუშაობს ანქვაბი კრემლის კორიდორებში და რამდენად შეძლებს  მფარველების შენარჩუნებას ხაჯიმბა, რომელმაც ბოლო დროს კიდევ უფრო მოუხშირა მოსკოვისკენ მგზავრობას. 
 
 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...