ჰილარი კლინტონის მომხრეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

0
369
წუხელ, გვიან ღამით  ათასობით ადამიანი გამოვიდა ნიუ იორკის ქუჩებში  და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტა.  მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, მათ ორგან, ქალაქის ორ სხვადასხვა უბანში შეძლეს ღამის დემონსტრაციების ორგანიზება, ორივე დემოსტრაცია ბოლოს   ტრამპთაუერთან თავშეყრით დასრულდა, თუმცა ამ დროისათვის მათი რიგები საგრძნობლად იყო შეთხელებული. 
დე მონაწილეებს ხელში ეჭირათ დონალდ ტრამპის კარიკატურები, ფიტულები და  ტრანსპარანტები, ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ წარსულში არაერთგზის გაკეთებული რასისტული, სექსისტური და ქსენოფობიური  განცხადებების დამაგმობელი წარწერებით და  დილამდე სკანდირებდნენ, ,,რომ რეცოლუციის დროა''. 
საპროტესტო აქციები მოეწყო ბევრ სხვა დიდ ქალაქშიც – ვაშინგტონში, ლოს–ანჟელესში, ფილადელფიაში, პორტლენდში, სიეთლში და სხვ. 
შეერთებული შტატებისათვის  არჩევნებისშემდგომი საპროტესტო აქციები ჩვეულებრივი რამ არის –დამარცხებული კანდიდატის მხარდამჭერები,  როგორც წესი, ასე გამოხატავენ დამარცხებისა და მათთვის მიუღებელი კანდიდატის გამარჯვების სიმწარეს. ასეთი აქციები მშვიდობიანია  და, თუ არ ჩავთვლით მცირე ინცინდენტებს, არ ცდება კანონის ფარგლებს . წუხანდელ ღამეს ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია , NBC New York – ის ცნობით დაკავებულია 40 – მდე დემონსტრანტი.
 
წინა სტატიაალეკო ელისაშვილი:”2 წლის განმავლობაში 62 მილიონი ლარი ამოიღო სითი პარკმა ჩვენი ჯიბეებიდან”
შემდეგი სტატიათალიბები დონალდ ტრამპს ავღანეთიდან ჯარების დაუყონებლივ გაყვანისკენ მოუწოდებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური