მთავარისიახლეებიმსოფლიოდაკავებების სერია თურქეთში,ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 35 მფრინავი დააპატიმრეს

დაკავებების სერია თურქეთში,ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 35 მფრინავი დააპატიმრეს

Published on

თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 35 მფრინავი დააპატიმრეს, – ამის შესახებ გამოცემა Hurriyet-ს წყარომ უშიშროების უწყებიდან განუცხადა. გარდა ამისა, პროკურატურამ კიდევ 55 ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერი გასცა. აქედან ერთი პოლკოვნიკია, 54 კი მოქმედი და თადარიგის ლეიტენანტი. ყველა მათგანი კონსტიტუციის დარღვევაში, ღალატში და „შეიარაღებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში“ მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. აქედან 7 მათგანს თურქეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობის უფლება შეუწყდა. თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მიმდინარე წლის ივლისში მოხდა. ანკარაში ამტკიცებენ, რომ ამ მოვლენების ორგანიზატორი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია. 
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...