მთავარისიახლეებიმსოფლიოტრამპის ვიცე-პრეზიდენტმა პუტინს ,,ჩია და აგრესიული'' ლიდერი უწოდა და ჩეხეთსა და პოლონეთში...

ტრამპის ვიცე-პრეზიდენტმა პუტინს ,,ჩია და აგრესიული” ლიდერი უწოდა და ჩეხეთსა და პოლონეთში ანტისარაკეტო სისტემის განლაგებას დაუჭირა მხარი

Published on

,,რუსეთის აგრესია აშშ პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონისა და მოქმედი პრეზიდენტის ბარაქ ობამას უსუსურმა პოლიტიკამ წააქეზა'' – განაცხადა აშშ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკელთა პარტიიდან მაიკლ პენსმა ბი-ბი-სი-ზე 4 ოქტომბერს გამართულ დეპატებზე დემოკრატ ტიმოთო კეინთან, რმელიც ჰილარი კლინტონის გამარჯვების სემთხვევაში ვიცეპრეზიდენტობის კანხიდატადაა დასახელებული. 
პენსმა აღნიშნა, რომ  ტრამპი არ უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.
,,ტრამპი  უბრალოდ ახდენს კონსტატაციას მტკივნეული ფაქტისა, რომ  რუსეთის ჩია და აგრესიული ლიდერი მსოფლიო არენაზე უფრო ძლიერია ვიდრე ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია,   ეს კი პუტინის მხარდაჭერას კი  არ ნიშნავს, არამედ არის ბრალდება ჰილარი კლინტონისა და ბარაქ ობამას მისამართით'' – ხასზგასმით აღნიშნა მან.  
პენსის განცხადებით, ტრამპი გაცილებით წარმატებული იქნება რუსეთთან ურთიერთობებში, ვიდრე ობამას ადმინისტრაცია, რადგან მისგან განსხვავებით ძალას დაემყარება.
 ამასთან მან აღნიშნა, რომ მოსკოვი აქეთ  კარნახობს  ვაშინგტონს პირობებს სირიასთან დაკავშირებით , რის გამოც  აშშ იძულებული გახდა გასულიყო დროებითი დაზავების შესახებ მოლაპარაკებებიდან, მაშინ, როდესაც პუტინი სირიაში ანტისარაკეტო  სისტემის განლაგებას ახდენს. . 
პენსის აზრით, აშშ მზად უნდა იყოს სირიაში სამხედრო  ძალის გამოყენებისათვის.
,,რუსეთის პროვოკაციებს აშშ-მ ძალა უნდა დაახვედროს და, თუ რუსეთი ხელს არ აიღებს სურვილზე გააგრძელოს ბარბაროსული შეტყევები ალეპოს მშვიდობიან მოქალაეებზე, აშშ მზად უნდა იყოს გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები ბაშარ ასადის რეჟიმის სამხედრო სამიზნეებზე დარტყმებისათვის,  რათა თავიდან იქნას აცილებული ჰუმანიტარული კრიზისი ალეპოში. ‘’- სიტყვა-სიტყვით განაცხადა მან. 
ტრამპის ვიცეპრეზიდენტმა ამავე დებატებზე განაცხადა აგრეთვე, რომ ,,აუცილებელია ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ფარის განთავსება და  გაფართოება პოლონეთსა და ჩეხეთში, რაზეც 2009 წელს უარი განაცხადეს ბარაქ ობამამ და ჰილარი კლინტონმა რუსების განაწყენების შიშით. ‘’
საინტერესოა და ნიშანდობლივი, რომ ვიც-პრეზიდენტობის კანდიდატთა ამ ტელედებატებზე მაყურებელმა უპირატესობა პენსს მიანიჭა.
დებატებს გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც, მან განაცხადა, რომ ,,რუსეთმა დაარღვია ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმება სირიასთან დაკავშირებით და პატივს არ სცემს ამერიკელ ლიდერებს''.
 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...