მთავარისიახლეებისაზოგადოებასოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლები სხვადასხვაგვარად ეხმაურებიან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს (Video)

სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლები სხვადასხვაგვარად ეხმაურებიან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს (Video)

Published on

სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლები სხვადასხვაგვარად ეხმაურებიან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.  ჰილარი კლინტონის ქართველმა მხარდამჭერებმა მტკივნეულად აღიქვეს მისი დამარცხება, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ოპტიმისტურად ხვდება ტრამპის მოულოდნელ გამარჯვებას და თვლის, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან საქართველოს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება< თული ქვეყნიოს ხელისუფლებას ეყო პოლიტიკური სიბრძნე და სურვილი  ამ ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაღრმავებისა.
,,დიდი გარღვევების პერიოდი დაიწყო მსოფლიოში,- წერს სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა –  მოსაზრება თითქოს ადამიანებს ჭირდებათ დინამიური, ჩარჩოში ჩასმული, კონსერვატიული პოლიტიკა – აღმოჩნდა მცდარი. 
 
ზესახელმწიფოს ლიდერად მოგვევლინა ნაკლებად პროგნიზირებადი, ქარიზმატული, შემტევი, ამბიციური დონალდ ტრამპი. 
რას ნიშნვს ეს ჩვენი ქვეყნისთვის?!
საქართველოს აქვს უნიკალური შანსი გახდეს მსოფლიო პოლიტიკის მნიშვმნელოვანი ნაწილი, საიმედო დასაყრდენი კავკასიის, აზიის და აღმოავლეთ ევროპის მაშტაბით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არც აზერბაიჯანში არც სომხეთში ტრამპს არ აქვს დასაყრდენი, აღარაფერს ვამბობ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაზე. 
ამ მოცემულობაში ისმება ერთი კითვა: ვინ არის ახალი ამერიკის საყრდენი ძალა რეგიონში?
მიხეილ სააკაშვილი!!!
ერთადერთი ლიდერი რეგიონში, რომელთანაც აქვს მყარი, დალაგებული ურთიერთობა ამერიკის ახალ პრეზიდენტს, არის მიხეილ სააკაშვილი, როგორც პირად, ასევე დიპლომატიურ დონეზე. შესაბამისად, ეს იქნება საქართველოში თუ უკრაინაში, მიშა არის ერთადერთი ლიდერი რეგიონში რომელსაც დაეყრდნობა ტრამპი.
აწი კი, ჩვენი გადასაწყვეტია, მიშა საქართველოში გვჭირდება ჩვენ, ქართველებს, თუ უკრაინაში.
ტრამპს და ამერიკას ვუსურვებ წარმატებას!'' – წერს ზვიად კუპრავა, რომელიც თავის პოსტს ურთავს რუსთავი 2  -ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიშიც შეჯამებულია საქართველოში ტრამპის ვიზიტის შედეგები.
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...