მიხეილ სააკაშვილმა ტრამპის გამარჯვება ივარაუდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა კლინტონი ძალიან შთამბეჭდავად უსწრებდა ტრამპს ყველა გამოკითხვით

0
362

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.  სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის ნიუანსებში ჩაუხედავი და მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩასაფრებული ადამიანებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა მისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ამასთან  ეჭვი შეაქვთ იმაში, ნამდვილად  ვარაუდობდა თუ არა იგი  მოვლენათა ამგვარ განვითარებას.

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ უბრუნდება ამ საკითხს თავის ფეისბუქგვერდზე და აქვეყნებს ამონარიდს  წიგნიდან ,,"ასე გავიმარჯვებთ!", რომელიც ოთხი თვის წინათ დაიწერა და სექტემბერში დაისტამბა.

,, ხელისუფლების პოლიტიკურ მენიუში რეფორმები აღარ შედის, დარჩა მხოლოდ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. დასავლეთი დაიღალა ამისგან და თავადც საშინელ მდგომარეობაშია. მე კარგად ვიცნობ  ჰილარი კლინტონსაც და დონალდ ტრამპსაც. ჰილარი ძალიან ჭკვიანია და  ნიჭიერი, მაგრამ ბილი კლინტონისგან განსხვავებით, მისი სააარჩევნო კამპანია მისი ძლიერი მხარე არ არის, ამიტომ ვთვლი, რომ ტრამპს გამარჯვების ძალიან მაღალი შანსი აქვს. კლინტონმა იცის თამაშის წესები, ტრამპი კი თავისი პრეზიდენტობის პირველ  ორ-სამ წელს უკიდურესად არაპროგნოზირებადი იქნება. ის არაერთხელ არის ნამყოფი ჩემთან, საქართველოში,  შევხვედრივარ ამერიკაშიც. იგი  ძალიან უჩვეულო  კაცია და ამიტომ მის ინტელექტს მსოფლიოში ბევრი  ვერ ხედავს და აფასებს სათანადოდ.'' – ნათქვამია ამ ამონარიდში.

 ფოტოასლს ერთვის დღევანდელი კომენტარიც, რომელშიც ნათქვამია, რომ მან ტრამპის გამარჯვება ივარაუდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა საარჩევნო კამპანიაში   კლინტონი ძალიან შთამბეჭდავად უსწრებდა ტრამპს  ყველა საკითხში.   ჩვენ შევდივართ ძალიან სახიფათო პერიდში და, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება სრულიად არ არის მზად ამისათვის.'' – წერს მიხეილ სააკაშვილი.

რაც შეეხება თამაშის წესებს სტარტეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებში, ამის მაგალითად ნამდვილად ვერ გამოდგება ბიძინა ივანიშვილის კომენტარი საქართველოში ტრამპის ჩამოსვლასთან დაკავშირებით:  მათ შემოიყვანეს ტრამპი… თავად შეგიძლიათ, მოიძიოთ – ტრამპს არანაირი ინვესტიცია არ შემოუტანია, მას იქით გადაუხადეს…!''.  ეს სხვა არაფერია, თუ არა ტრამპის დადანაშაულება ქრთამის აღებაში. 

 

 

რაც 

 

წინა სტატიაფედერიკა მოგერინი: ევროკავშირის და აშშ-ის კავშირი უფრო ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკაში.
შემდეგი სტატიასოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლები სხვადასხვაგვარად ეხმაურებიან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს (Video)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური