მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,მათ ჩემთან კი არა აქვთ პრობლემა, არამედ საკუთარ ხალხთან, ჩვენს...

მიხეილ სააკაშვილი: ,,მათ ჩემთან კი არა აქვთ პრობლემა, არამედ საკუთარ ხალხთან, ჩვენს 600.000 მხარდამჭერთან” (Video)

Published on

მიხეილ სააკაშვილი გარკვეული ხნის პაუზის შემდეგ პირველად ეხმაურება ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიფის ერთი ფრთის კამპანიას, რომელიც პარტიის მხარდამჭერთა უდიდესმა ნაწილმა აღიქვა როგორც პარტიისგან მისი გამიჯვნის  ცუდად შენიღბული მცდელობა.
  „აქვეყნებენ რაღაცას, რაც ისეა აღქმული, რომ ემიჯნებიან თავიანთ მხარდამჭერებს, ხალხს, ვინც გადაგვაკვდა თან და გადააკვდა საქართველოს საქმეს. – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი – მათ ჩემთან კი არა აქვთ პრობლემა, საკუთარ ხალხთან და მხარდამჭერებთან, ჩვენს 600.000 მხარდამჭერთან აქვთ პრობლემა და მათთან, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც გამოგვიწერა დამარცხება არა მარტო წარსულში, არამედ მომავალი დამარცხებაც გამოცხადებული აქვთ, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, მათთან, მათ შორის პარტიის შიგნით ხელმძღვანელობაშიც,  მე არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს" .
მიხეილ სააკაშვილის ეს ინტერვიუ, რომელშიც ის საუბრობს   შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებაზეე,  საქართველოს მიერ გაშვებულ შანსებსა და , როგორც თავად ამბობს,  ,,პარტიაში ერთ-ორ ახირებულ პერსონაჟზე'' ჩაწერილია დღეს, უკრაინაში.
 

სიახლეები

“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...