მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტიის მახლობლად, ხრამში ზაფხულიდან დაკარგული გერმანელი ბიზნესმენის ცხედარი იპოვეს

მესტიის მახლობლად, ხრამში ზაფხულიდან დაკარგული გერმანელი ბიზნესმენის ცხედარი იპოვეს

Published on

მიმდინარე წლის 12 ივლისს მესტიის გზაზე დაკარგული 65 წლის გერმანიის მოქალაქის, წარმომოშობით უკრაინელი სერგეი სმისლოვის ცხედარი ნაპოვნია.
,,თაიმერის,, ინფორმაციით, სმისლოვის ცხედარი ნაპოვნია მესტიის მისასვლელთან ახლოს.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს, 65 წლის ინჟინერი ზუგდიდიდან მესტიის მიმართულებით უკვალოდ გაქრა, ვერ იპოვეს მის მანქანაც, რომლითაც იგი საქმიან შეხვედრაზე მიემართებოდა. შეგახსენებთ, რომ ადამიანი, ვინც მას ბოლოს ელაპარაკა ტელეფონით აცხადებდა რომ სატელეფონო საუბრისას იგი ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს იმყოფებოდა.
დაღუპული 65 წლის სერგეი სმისლოვია, ბიზნესმენი, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი. იგი რეგიონში წყალ-საკანალიზაციო სამუშაოებს მეთვალყურეობდა. საქართველოში 2013 წლიდან იმყოფება.თავის დროზე ოჯახი უბედურ შემთხვევის ვერსიას გამორიცხავდა. ოჯახის ინფორმაციით, სმისლოვს თან სავარაუდოდ დიდი ოდენობით თანხა ჰქონდა.
საქმე 276-ე მუხლით მიმდინარეობდა. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...