მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ში რიგით 45-ე პრეზიდენტის ვინაობა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი

აშშ-ში რიგით 45-ე პრეზიდენტის ვინაობა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი

Published on

ბოლო პროგნოზებით, ამ დროისთვის აშშ-ის 40-ზე მეტ შტატში ხმები დათვლილია. ამერიკული პრესის ცნობით, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს, თუმცა, მის მთავარ მეტოქეს ჰილარი კლინტონს გამარჯვების შანსი ჯერ კიდევ აქვს.ჰილარი კლინტონს ამისთვის სჭირდება გამარჯვება ისეთ საკვანძო შტატებში, როგორიცაა მიჩიგანი, პენსილვანია და ვისკონსინი.აშშ-ში რიგით 45-ე პრეზიდენტის ვინაობა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. პირველად ქვეყნის ისტორიაში, პრეზიდენტი შესაძლოა, ქალი გახდეს. წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა ორივე კანდიდატისადმი უნდობლობის მაღალი დონით.როგორც გუშინ, კვლევითი ცენტრი Gallup-ი იტყობინებოდა, ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი 1956 წლის შემდეგ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტობის კანდიდატები არიან.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...