მთავარისიახლეებიუკრაინა,,სააკაშვილი მიდის ...ეს ცუდია იმიტომ, რომ ის ცვლილებების შუქურა იყო'' - ამბობენ...

,,სააკაშვილი მიდის …ეს ცუდია იმიტომ, რომ ის ცვლილებების შუქურა იყო” – ამბობენ უკრაინაში

Published on

,,მნიშვნელოვანი არაა, რა მოხდება შემდგონ, წავა სააკაშვილი თუ დარჩება უკრაინულ პოლიტიკაში… ორივე შემთხვევაში ხელიდან გაშვებულია სააკაშვილის მთავარი თვისება, იყოს დამრტმყმელი ძალა რეფორმების საქმეში – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ცნობილი რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი, რომელსაც უკრაინის ტელეარხზე  მიყავს მაღალრეიტინგული  გადაცემა “ასი წუთი განაპოლსკისთან ერთად''  .
.,უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა სააკაშვილს და სააკაშვილი ვერ გაუმკლავდა ცენტრალურ ხელისუფლებას,,სააკაშვილი მიდის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან – ეს ცუდია. პირველი, იმიტომ, რომ ის ცვლილებების შუქურა იყო და ახლა ილაპარაკებენ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები შეუძლებელია. შესაძლებელია უკრაინის სტრუქტურებიდან სხვა უცხოელთა ,,გამორეცხვაც,, დაიწყოს. მეორეც, ის ხალხი,  ვისაც საქართველოში სძულდა სააკაშვილი, დაიწყებს ლაპარაკს: … ხედავთ, მან თავი ვერ გაართვა საქმეს ისეთ სასათბურე პირობებშიც კი, როგორიც მას უკრაინაში შეუქმნეს, მაგრამ ეს იქნება სიცრუე… რადგან ის ზუსტად იმიტომაც წავიდა, რომ გაუსაძლისი პირობები ჰქონდა… ის ამას ადასტურებს.
და კიდევ, ეს კრემლის დღესასწაულია. პუტინის დღევანდელი თვითკმაყოფილი ღიმილი გამართლებული იქნება,,  – აცხადებს მატვეი განაპოლსკი.
 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...