მთავარისიახლეებისაზოგადოებახურმა - "ღმერთების საკვები"

ხურმა – “ღმერთების საკვები”

Published on

 ხურმის ლათინური სახელწოდებაა "ღმერთების საკვები", იგი  ევროპელებმა სულ რაღაც 100 წლის წინ გაიცნეს. იაპონიიდან შემოტანილი მისი 12 ნერგი კავკასიაში 1896 წელს დარგეს, დღეს იგი ქართული ხილეულის ორგანული ნაწილია. 
 საკვები ნივთიერებების შემცველობით ხურმა ტოლს არ უდებს ლეღვსა და ყურძენს. ის იმდენად ტკბილია, რომ გაჭრილ ზედაპირზე შაქრის ნადები უჩნდება და ამ  თვისებების  წყალობით დიდი სარგებლობა მოაქვს გულის მანკით დაავადებულთათვის, რადგან  მის ნაყოფში შემავალ შაქარს ორგანიზმი გულის კუნთის საკვებად იყენებს. გარდა ამისა, ხურმა უხვად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს,ზომიერად – ფოსფორს, რკინას,  კალციუმს და სხვა აუცილებელ ელემენტებსაც.  მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ხურმაში გაცილებით მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ციტრუსებში, ხოლო ბეტა-კაროტინი (A ვიტამინის წინამორბედი) – უფრო მეტი, ვიდრე სტაფილოში.  ხურმის ჩირი გამოიყენება როგორც ვალოკარდინის შემცვლელი ჰიპერტონიული დაავადებების დროს,  იგი წარმატებით ებრძვის კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემებს, დიარეას.
იოდის შემცველობის მიხედვით ხურმა (ასევე – კარალიოკი) ფეიხოასთან ერთად  ჩემპიონად ითვლება,  ამიტომაც იოდის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ბავშვებმაც და მოზრდილებმაც ყოველდღე მიირთვან 1-2 ცალი ხურმა ან მისი ჩირი. განსაკუთრებით სასარგებლოა ზღვისპირა რეგიონებში მოყვანილი ნაყოფი.
ხალხში გაბნეული რეცეპტების მიხედვით,  გაციებისა და ხველისას სასარგებლოა ხურმის ან კარალიოკის წვენის გამოვლება ყელში  (ერთი მწიფე ნაყოფის გამონაწურს ემატება  სამი სუფრის  კოვზი თბილი წყალი). 
ხურმა კარგია ონკო დააავადებების პროფილაქტიკისათვის, რეკომენდებულია ნერვიული აშლილობის დროს და დეპრესიული, ცუდი განწყობისას. იგი აუმჯობესებს მხედველობას და არ აძლევს ორგანიზმს ნაადრევად დაბერების შესაძლებლობას.
ხურმის დაფქული თესლის ნაყენი გამოიყენება ღამის ენურეზისას ბავშვებში და შარდის ასაკობრივი შეუკავებლობის დროს ხანდაზმულებში.  ერთი სუფრის კოვზი დაფქული ხურმის თესლი ათი სწუთის მანძილზე იხარშება ჭიქა წყალში  და ცივდება მოხუფულ ქილაში. უნდა მიიღოთ ჭიქა ნაყენის  მესამედი  დღეში ორჯერ. )
 2-3 ცალი ხურმით მშიერი ადამიანის დანაყრება შეიძლება. დაიწყეთ დილა ხურმის მირთმევით და გაგაოცებთ ენერგიისა და შრონმისუნარიანობის მოძალება. 
ხურმა რეკომენდებულია მათთვისაც, ვინც ზედმეტ წონას ებრძვის. მიუხედავად იმისა, რომ  ძალიან ტკბილია, იგი   მაღალკალორიული არ არის ( 100 გრამი ხურმა საშუალოდ სულ რაღაც 66 კილოკალორიას შეიცავს, თუმცა ეს დამოკიდებულია ხურმის ხარისხზე და სიმწიფეზე). 
ამასთან ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხურმას უნდა ერიდოთ შაქრიანი დიაბეტის დროს.
და ბოლოს, ხურმის ჩირის მოსამზადებლად საჭიროა ყინვადაუკრავი ნაყოფი. გათალეთ, ყუნწის ადგილას ძაფი გაუყარეთ, გამონასკვეთ და თბილ ადგილას ჩამოკიდეთ. 5-7 კვირის შემდეგ ჩირი მზად იქნება. გამომშრალი ნაყოფი სიმწკლარტესაც კარგავს და მთელი ზამთრის მანძილზე გასწევს ,,ცოცხალი'' ნაყოფის მაგივრობას..

სიახლეები

ბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

ბელარუსმა ივნისში ავტობენზინისა და დიზელის საწვავის სარკინიგზო მიწოდება რეკორდულ დონემდე გაზარდა რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების...

ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, განუცხადა Reuters-ს კრემლთან დაახლოებულმა...

პოლონეთში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ოტვოცკში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების...

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...