მთავარისიახლეებისამართალისოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევასთან დაკავშირებით დაკავებული პირი მანუჩარ გაბეჩავაა

სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევასთან დაკავშირებით დაკავებული პირი მანუჩარ გაბეჩავაა

Published on

ცნობილი ხდება, იმ პირის ვიანობა, რომელიც   შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის მერ გასაჯაროებული ინფორმაციით, დაკავებულ იქნა სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევასთან დაკავშირებით.
დაკავებული  მანუჩარ გაბეჩავაა, იგი  სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოშია მიყვანილი და  დაკითხვაზე იმყოფება . ადვოკატ ბაჩუკი ყურაშვილის განცხადებით, მისი დაცვი ქვეშ მყოფი გაბეჩავასთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ, თუმცამინისტრის მოადგილის განცახდების თანახმად იგი საარჩევნო  უბანზე უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაშია  ეჭვმიტანილი
.„ჯიხაშკარის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობდა უცხოელი დამკვირვებლისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში. ამ პირის დაკავება ახლა მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოელმა დამკვირვებელმა ანუ დაზარალებულმა მისი ამოცნობა მოახერხა ცოტა ხნის წინ. ის ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფებოდა და როდესაც მეორე ტურისთვის ჩამოვიდა, მაშინ მოხერხდა ამოცნობა”, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
ადვოკატი ყურაშვილი აცახდებს, რომ  მანუჩარ გაბეჩავა თავს დამნაშავედ არ ცნობს მიიჩნევს და  ინციდენტის დროს უბანზე არ იმყოფებოდა.
მისივე ცნობით, შესაძლოა  ზუგდიდის რაიონულმა  სასამართლომ ეს საკითხი დღესვე განიხილოს, თუმცა დაკავება წუხელ მოხდა და  სასამართლოში საკითხის განხილვის  48 საათიანი ვადა დღეს არ იწურება.   
 
 
 

 

სიახლეები

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა - სამეფო საზღვაო...

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...