რა მოხდა ,,გარდენიაში?”- თელასი ზურაბ შევარდნაძეს ადანაშაულებს

0
397
საბაღე-სანერგე მეურნეობაში – „გარდენია“ გაჩენილი ხანძრის გამო „თელასის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების „მახათა-3“ და „ელია-2“ ერთერთი საყრდენი ანძა დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, შემთხვევა მეურნეობის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ მოწყობამ და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევამ გამოიწვია.
 
„მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „თელასმა“ არაერთხელ მოითხოვა აღიკვეთოს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ და მათი დაცვის ზონებში სხვადასხვა ობიექტის მშენებლობის ფაქტები, თბილისის მასშტაბით ისევ ფიქსირდება ელექტროდანადგარების მოწყობის და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის ათეულობით შემთხვევა.
 
ერთ-ერთი ამგვარი დარღვევა არის სს „თელასის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ საბაღე-სანერგე მეურნეობის გაშენება და შედუღების სამუშაოების განხორციელება. ხანძრის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზების ერთ-ერთი საყრდენი ანძა დაიწვა და კომპანიამ დიდი ზარალი განიცდა, რადგანაც ანძა აღდგენას არ ექვემდებარება და იგი მთლიანად უნდა შეიცვალოს.
 
კომპანია „თელასი“ კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ და მათი დაცვის ზონებში აშენებული ობიექტები შეიძლება არამარტო უბედური შემთხვევების მიზეზი გახდეს, არამედ ისინი ხელს უშლიან გადამცემი ხაზების ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას, გეგმიური ტექნიკური მომსახურეობის ან შესაძლო ავარიული სამუშაოების ოპერატიულად და სრულყოფილად განხორციელებას. ყველაფერი ეს კი ნეგატიურ გავლენას ახდენს მომხმარებლების ელექტრომომარაგების ხარისხსა და იმედიანობაზე“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, ხანძარი ,,გარდენიაში''  2 ნოემბერს გაჩნდა, იგი მოკლე ჩართვამ გამოიწვია  შენობაში, სადაც ნერგების გადასატანი პლასტმასის ყუთები ინახება, აქედან იგი საბაღე მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.  დამწვარია 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. 
 
 
 
 

წინა სტატიადაკავებულია მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 16 წლის გოგონა
შემდეგი სტატიაბრიფინგი შსს–ში: მკვლელობა გახსნილია, მსხვერპლი 70 წლის ქალია, მკვლელი – მისი შვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური