პოლიტიკოსები, არაპოლიტიკური ფიგურები, უბრალოდ მოქალაქეები აქტიურად ეხმაურებიან გიგი უგულავას წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელ ბირთვში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის შესახებ, რაც საბოლოო ჯამში პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის სხვა პერსონით ჩანაცვლების იდეამდე დადის.
გიორგი ონიანი: ნაციონალურ მოძრაობაში ,მიუხედავად პროფესიონალების, ქვეყნის ერთგული ადამიანების სიმრავლისა, ვერავინ შევძელით ოპოზიციურ ფლანგზე უპირობო ლიდერად ჩამოყალიბება, ;ლიდერად რომელიც შეძლებდა საზოგადოების გადამწყვეტი ნაწილის მოტივირებასა და დარწმუნებას მის უალტერნატივობაში. სწორედ ამიტომ ვფიქრობ გადაჯგუფება და კონსოლიდირება სწორედ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უნდა მოხდეს ყველა იმ ლიდერის და პოლიტიკაში ახალმოსული ადამიანების, რომლებიც მზად ვართ მასთან ერთად პასუხისმგებლობა ავიღოთ ქვეყნის მომავალზე.
აკო მინაშვილი: მყარი დემოკრატიულ ტრადიციების და მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე სახელმწიფოებშიც კი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წარმატება დიდ წილად ლიდერებსა და მათ უნარებზეა დამოკიდებული. მით უფრო გადამწყვეტია ლიდერის ხედვა, ენერგია, იდეა საქარღველოში, სადაც შვიდ მილიარდიანი რუსული გავლენის ოლიგარქი უპირისპირდება სახელმწიფოს და მისი განვითარების პერსპექტივებს.
პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ ახალი ლიდერების აღმოჩენით და ხელშეწყობით არის მუდმივად დაკავებული, და მაინც, სხვების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, დღეს საქართველოში და არამარტო მისი მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი უბრალოდ არ არის.
ამავე დროს სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილი იყო და არის განახლების, ტრანფორმაციის, ინოვაციის, მრავალფეროვნების და ჩართულობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მოტივატორი. და ბევრი მითის და ლეგენდის მიუხედავად ყოველთვის ღიაა განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებების და მიდგომების მიმართ.
უნდა გვესმოდეს ივანიშვილის დამარცხება შეუძლია მხოლოდ ენმ-ს და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.
ანდრო ბარნოვი : „წერილი, რომელსაც გიგი უგულავა აწერს ხელს, ვრცელ პასუხს იმსახურებს, მაგრამ მოკლედ სათქმელიც არსებობს.
1.რანაირად არ იყო მიშა სააკაშვილი პარტიის პრემიერობის კანდიდატი, თუ ამის შესახებ სულ 20-მა კაცმა იცოდა? პოლიტსაბჭო ხომ 60-ზე მეტი ადამიანისაგან შედგება? და მხარდამჭერების აზრიც არ აინტერესებდა ამ 20 კაცს? საქმე ისაა, რომ ეს არ არის შემთხვევით გაპარული ლაფსუსი ამ წერილში. სიმართლეა და ადასტურებს იმ მდგომარეობას, რომელიც პარტიაში რეალურად არის. პატარა გაქნილი ჯგუფის მანიპულაციებს ეწირება პარტიაც და ქვეყანაც…
2.ადრე უნდა გვეთქვა, რომ მიშა აღარ იყო ლიდერიო. შეცდომააო. შეცდომა კი არა, კაი ვირეშმაკული გათვლაა, ბატონო ჩემო. ეგ რომ გეთქვათ, მერე ხმებს როგორ მიიღებდით? მაგრამ ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა: ჯერ ხმებს აიღებდნენ მიშას სახელით და მერე ეს 20 კაცი „დაალაგებდა“ შიგნით.
ახლა ამათ გონიათ, რამე მოიგეს, დანარჩენზე მერე ვიტყვი“
ანი წითლიძე: მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს ფაქტია, ორი პოლუსი იღებს დღეს საქართველოში ხმებს მიშა და ბიძინა. სხვებს რაც მოუვიდათ ვნახეთ)
ამის გამო საერთოდ არ ვთვლი რომ ჩემი პროფესინალიზმი კნინდება.
ზვიადის, მიშას და თუნდაც ბიძინას პოლიტიკური რეიტინგის შეძენას სჭირდება წლები და ხშირად ეს წლებიც არაა საკმარისი.
სხვანაირად კი დავინახეთ რომ არ ყოფილა ადვილი მაჟორიტარად კენჭისყრა.
პარტიის განვითარებისთვის რას არ იზამს კაცი, მე ბევრს ვიზამ მაგრამ თუ მსგავსი საკითხები დგას დღის წესრიგში და შიდა დემოკრატიაზე ვდებთ თავს მაშინ ყველამ კეთილი ვინებოთ და ღია დისკუსია გავმართოთ ამ პრობლემურ საკითხებზე, არა კონსპირაციული შეხვედრებით არამედ დემოკრატიულად და ფართო აუდიტორიის წინაშე.
ამერიკის არგუმენტებიც მოყვანა არაა საჭირო, ჩვენც ვიცით ამერიკის პოზიცია, მეტი შიდა დემოკრატია და ახალი რეგიონული ლიდერები ესაა მთავარი მესიჯი.
ჩამოდით და სამეგრელოში იკითხეთ აბა, რას გიპასუხებენ.
რამაზ ხატიაშვილი: ჩემი აზრით აქამდე ხმებს უფრთხილდებოდნენ. ანუ, ბევრი ადამიანი ხმას ნაციონალებს მიშას გამო აძლევდა და არ უნდოდათ ხმების დაკარგვა.
ვახტანგ ლემონჯავა: რომ არა მიშას მკვეთრი მოწოდებები და მხარდაჭერა წინასაარჩევნო პერიოდში, რომ არა ლევან ვარშალომიძის ტრიუმფალური დაბრუნება აჭარაში, რომ არა ქალბატონი სანდრას აქტიური ჩართვა საარჩევნო პროცესში, შედეგი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" იქნებოდა გაცილებით უარესი. ჩვენი პარტიული სიით გასული დეპუტატების იმ ნაწილმა, რომლებიც საზოგადოებაში დაბალი ელექტორალური ავტორიტეტით სარგებლობენ, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, რომლებმაც თავიანთ საარჩევნო ოლქებში პერსონალურად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროპორციულ არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით მიღებულ შედეგებზე ნაკლები აჩვენეს, უნდა იცოდნენ, რომ სწორედ ამ ადამიანების დამსახურებით მოხვდნენ პარლამენტში. ნებისმიერი პერსონის მიერ მიშას როლის დაკნინება, მისი გვერდზე გაწევის მცდელობა მიუღებელია პარტიის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის.
ვახტანგ ლემონჯავა: რომ არა მიშას მკვეთრი მოწოდებები და მხარდაჭერა წინასაარჩევნო პერიოდში, რომ არა ლევან ვარშალომიძის ტრიუმფალური დაბრუნება აჭარაში, რომ არა ქალბატონი სანდრას აქტიური ჩართვა საარჩევნო პროცესში, შედეგი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" იქნებოდა გაცილებით უარესი. ჩვენი პარტიული სიით გასული დეპუტატების იმ ნაწილმა, რომლებიც საზოგადოებაში დაბალი ელექტორალური ავტორიტეტით სარგებლობენ, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, რომლებმაც თავიანთ საარჩევნო ოლქებში პერსონალურად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროპორციულ არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით მიღებულ შედეგებზე ნაკლები აჩვენეს, უნდა იცოდნენ, რომ სწორედ ამ ადამიანების დამსახურებით მოხვდნენ პარლამენტში. ნებისმიერი პერსონის მიერ მიშას როლის დაკნინება, მისი გვერდზე გაწევის მცდელობა მიუღებელია პარტიის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის.