ბრიფინგი შსს–ში: მკვლელობა გახსნილია, მსხვერპლი 70 წლის ქალია, მკვლელი – მისი შვილი

0
383
შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე  ნათელი მოეფინა მედიაში გავრცელებულ განსხვავებულ ვერსიებს თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით. ერთ ვერსიაში საუბარი იყო არასწრულწლოვანი გოგონას მიერ მამის  მკვლელობაზე, მეორეში – დედისა, ბესიებისსხვადასხვაობა , როგორც ჩანს, დაკავშირებული იყო დამწვარი გვამის იდენტიფიცირების სირთულესთან.
 როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, გარდაცვლილი 70 წლამდე ქალია, მისი  მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. დაკავებულთაგან ერთი – 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე – გოგონას შეყვარებული, დანარენი 3 პირი კი მათი მეგობარი.
 
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა  ქალი ჯერ ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ კი დანა ჩაარტყეს, მოკლეს და დაანაწევრეს, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.
 
დაკავებულთაგან სამს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ბრალდება, 2 პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.
 
"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ირმა ყ., 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. – ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.
 
იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს“, – აღნიშნეს შსს-ში.
წინა სტატიარა მოხდა ,,გარდენიაში?”- თელასი ზურაბ შევარდნაძეს ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაჯიხაშკარის 79-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულ მანუჩარ გაბეჩავას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური