მთავარისიახლეებიეკონომიკაკომერციულ ბანკებში დოლარის ფასი ლარებში 2,5 ნიშნულს უახლოვდება

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასი ლარებში 2,5 ნიშნულს უახლოვდება

Published on

ეროვნული ვალუტის კურსმა დოლართან მიმართებაში ბოლო წლების განმავლობაში გაუფასურების კუთხით გასული წლის რეკორდული მაჩვენებელი მოხსნა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.4195 ლარია.
სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარი კი 2.46 ლარამდე გაძვირდა. ბევრად უფრო მაღალია დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში.
ამ დროის მდგომარეობით, „თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთ დოლარის შეძენა 2.4800 ლარად შეუძლია, გაყიდვა – 2.4000 ლარად.
"საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.475 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა – 2.395 ლარად. 
„ლიბერთი ბანკში '' ერთი აშშ დოლარის ყიდვა – 2.4750 ლარად,, ხოლო გაყიდვა – 2.4150 ლარად.
„ბანკ ქართუში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა – 2.4650 ლარად, გაყიდვა –  2.4150 ლარად 
დოლარის ყიდვის შედარებით იაფი ფასი ფიქსირდება "ფინკა ბანკში”, სადაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4520 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4260 ლარს მიიღებს. 
უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში იცვლება. 
 

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...