მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უარყოფს სკანდალურ ინფორმაციას, რომ უცხოეთში ვიზიტისას უგონოდ დათვრა და...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უარყოფს სკანდალურ ინფორმაციას, რომ უცხოეთში ვიზიტისას უგონოდ დათვრა და თვითმფრინავიდან მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ამიტომ გახდა საჭირო

Published on

 ზაზა თავაძე უარყოფს უცხოურ და ქართულ მედიაში რამდენიმე დღის წინათ გავრცელებულ ცნობას, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რანგში უცხოეთში, კერძოდ, რუმინეთში პირველი ვიზიტის შემდეგ,    თვითმფრინავში, რომლითაც იგი საქართველოში მოფრინავდა,  შეუძლოდ გახდა და ალკოჰოლური სასმელით ინტოქსიკაციის დიაგნოზით    ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რისთვისაც  თვითმფრინავის მარშრუტის შეცვლა და სხვა ქვეყნის აეროპორტში დაშვება გახდა საჭირო. 
როგორც ზაზა თავაძემ განმარტა, ის თვითმფრინავში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ასულა და შესაბამისად, მისი შეუძლოდ გახდომა აღნიშნულს არ უკავშირდება.,,ალკოჰოლის მომხმარებელი როგორც ასეთი, ვარ ზომიერად და ვინც მე მიცნობს, ეს ძალიან კარგად იცის, ასე რომ  სისულელეა, თითქოს დილის 05 საათზე ალკოჰოლი მივიღე და ისე ავედი თვითმფრინავში, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთ-ერთმა სააგენტომ მოითხოვა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ცნობა არის წარმოდგენილი იმ კლინიკიდან, სადაც, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ამოვყავი თავი. მე რომ ალკოჰოლი მიმეღო და ისე ავსულიყავი თვითმფრინავში, როგორც ექიმები მეუბნებიან, ის სპაზმი, რაც დამემართა, არ დამემართებოდა“, – აღნიშნა ზაზა თავაძემ.
ზაზა თავაძის არ აკონკრეტებს,სახელდობრ,  რამ გამოიწვია სპაზმი  და  რაში მდგომარეობდა პრობლემა. 
 
 
 

სიახლეები

თბილისში კვების 9 ობიექტს სეს-მა საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება...

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე დააკავეს. ინფორმაციას...

პარლამენტის წინ მოშიმშილე დარეჯან სხვიტარია ამბობს, რომ დასაშინებლად კარავში შეუვარდნენ

პარლამენტის წინ მოშიმშილე დარეჯან სხვიტარია ამბობს, რომ ღამით, როდესაც ის კარავში იმყოფებოდა, სამი ახალგაზრდა...

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...