მთავარისიახლეებიპოლიტიკაქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებმა მოსახლეობას 2016 წლის ანგარიში წარუდგინეს

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებმა მოსახლეობას 2016 წლის ანგარიში წარუდგინეს

Published on

 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებმა და საკრებულოს წევრებმა 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინეს. შეხვედრაზე ბევრი პრობლემური საკითხი წამოიჭრა. მერს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს.ასევე იყო შეკითხვები საკრებულოს წევრების მხრიდანაც. თუმცა ოპოზიციური პარტიის წევრის ანი წითლიძის თქმით, მერს კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ გაუცია.ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან ს/კ ზუგდიდის ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებიტ განმარტება გააკეთა, ფეხბურთელებმა „ოდიშთან“  31 ოქტომბერს ინტერვიუში განაცხადეს რომ უკრაინელ ინვესტორს ვალდებულების მიუხედავად ორი თვეა თანხა არ დაურიცხავს,შესაბამისად არსებობს ორი თვის სახელფასო დავალიანება,აღმოჩნდა რომ მერიასთან გაფორმებულ კონტრაქტში არ არის პუნქტი,რომელიც ავალდებულებს ინვესტორს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას.ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მერს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებენ. მოქალაქეთა ჩართულობაზე გააკეთა აქცენტი რესპუბლიკური პარტიის წევრმა გიორგი თოდუამაც.ქალაქის მერი ანგარიშით ქალაქის საკრებულოს წინაშე წარდგება, საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, მერს კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა სწორედ ამ შეხვედრაზე მოუწევს.
 

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩთან მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრისას აღინიშნა, რომ გაერთიანებული...

ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში სხვის პოსტზე კომენტარის დაწერის გამო პატიმრობაში გაუშვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსი, ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სახალხო დამცველი ციხეში ამაღლობელს, ზინოვკინას და კილაძეს შეხვდა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიან №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს...

განვიცდი წამებას, იატაკზე მძინავს – ნანა სანდერი

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნანა სანდერი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი ინფორმაციით,...