მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი არ აპირებს ელოდოს, როდის და ვინ ამოყვინთავს ბაზალეთის...

დავით უსუფაშვილი არ აპირებს ელოდოს, როდის და ვინ ამოყვინთავს ბაზალეთის ტბიდან

Published on

 დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალა უნდა გაჩნდეს.
”ახალი პოლიტიკური ძალა აუცილებლად სჭირდება ქვეყანას, ვინაიდან პოლიტიკური სისტემა დაიცალა პოლიტიკური პარტიებისგან. მეორე მხრივ, პარლამენტი დაიცალა პოლიტიკისგან. მე ასე არ ვაპირებ, რომ წავიდე და უსუფაშვილის პარტია შევქმნა. არ არის ეს ჩემი ამოცანა და ჰობი. მე მინდა ვისაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებიც ხედავენ და თვლიან, რომ ვერც არსებული პარტიებით და ვერც პოლიტიკის წინა ხაზზე არსებული ადამიანებით, ჩემი ჩათვლით, წინ ვერ წავალთ როგორც საჭიროა. ძველი არის გასაფრთხილებელი, გამოსაყენებელი, მაგრამ ის ენერგია და იმ ტიპის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც შეძლებს საქართველოში გაარღვიოს ეს მანკიერი პრაქტიკა – საქართველოში ცვლილებები ხდება მაშინ, როდესაც ვინმე “ბაზალეთის ტბიდან” ამოდის, ასე იყო გამსახურდია ამოვიდა ბაზალეთიდან, მერე შევარდნაძე ჩამოფრინდა მოსკოვის ბაზალეთიდან, მერე სააკაშვილი ამოვიდა სადღაცა ბაზალეთიდან, მერე ივანიშვილმა ამოყვინთა ურეკის ბაზალეთიდან. ახლა ვისხდეთ და ველოდოთ, სანამ ვიდრე ასეთი ამოყვინთავს და მანამდე ვიყოთ პოლიტიკური პროცესის გარეშე, თუ მართლა დავიჯეროთ ის, რომ ჩვენ ნორმალური ხალხი ვართ? ევროპული მენტალიტეტის, ნორმალური ხალხი. მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არის იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე დღეს აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული იმისთვის, რომ გაჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იქნება მოწოდებული და მობილიზებული იმისთვის, რომ როგორმე სახელმწიფო ძალაუფლება ან მისი ნაწილი ჩაიგდოს ხელში და მეორე მხრივ, არ იქნება ისე ჩაკეტილი და შემოფარგლული თავისივე მიერ აშენებული ჯებირებით, რომლის იქითაც გაფართოება შეუძლებელია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 
დღესვე იგი ასაჯაროებს  განცხადებას, რომლითაც რესპუბლიკურ პარტიას მიმართა;
,, ხანგრძლივი განსჯის შემდეგ დავრწმუნდი, რომ შექმნილ ვითარებაში ჩემი მხრიდან ყველაზე ადეკვატური ნაბიჯია პარტიის დატოვება, ბევრჯერ მითქვამს, რომ მე პარტიის დამფუძნებლებთან შიდაპარტიულ ომში არ ჩავერეოდი, შესაბამისად არც ძალთა თანაფარდობა მაინტერესებს და არც არსებული არგუმენტები. პარტიაში კი უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომ ერთი არა თუ გადაბრუნებული, არამედ განსხვავებული სიტყვაც კი ასანთის გაკვრის როლს შეასრულებს, შესაბამისად შეუძლებლად და დაუშვებლად ვთვლი რაიმე დისკუსიაში ჩართვას წარსულის გააზრება-შეფასების თუ მომავლის დანახვა-დაგეგმვის საკითხებზე, რაზეც ნამდვილად მაქვს განსხვავებული მოსაზრებები, არც ჩემი სუპერ პასიურ როლში გადასვლაა გამოსავალი, რადგან მე რომ შევძლო პასიურობა, პარტიაში მძიმე პროცესები მაინც განვითარდება, ხოლო მე თუ პარტიაში ისევ ვიქნები, ბევრს ექნება იმის მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან მაინც ჩავერთვები ამ პროცესში. პარტიაში მიმდინარე მოვლენები არის შედეგი არა ჩემი პარტიიდან წასვლისა, არამედ ჩემი გადაწყვეტილება იყო განპირობებული იმ ვითარებით, რაც პარტიაში არსებობდა “ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სიახლეები

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის-კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო...

2015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის განცხადებით, 2015 წელს გიორგი კვარაცხელიას ჯგუფური განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს. ბრალის დადგენილება გამოსცეს...

რუსეთმა დიზელის ექსპორტი აკრძალა – ქვეყანაში უკრაინული იერიშების გამო საწვავის დეფიციტია

რუსეთი დიზელის ექსპორტს სრულად აჩერებს და ნავთობპროდუქტების იმპორტს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine რუსეთის...

დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა-ხოშტარია

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მხარდაჭერისთვის და მოგაწოდოთ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 1. უკვე...